საქართველოს ბანკის მომხმარებელა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას Customer Journey Management Unit Head-ისპოზიციაზე.  


ჩვენ ვეძებთ ლიდერს, რომელიც უხელმძღვანელებს მომხმარებელთა მოგზაურობის მენეჯმენტის სამსახურს. თუ შენ შეგიძლია ჩვენი მომხმარებლის თვალით დაინახო სამყარო, გესმის მათი საჭიროებები და შეგიძლია ეს ცოდნა უნიკალურ გამოცდილებად აქციო, მაშინ შენ სწორედ ის ხარ, ვისაც ვეძებთ.

ეს არის შესაძლებლობა, სათავეში ჩაუდგე მიმართულებას, რომელიც ზრუნავს მომხმარებლის გამოცდილების ახალი სტანდარტის შექმნაზე.


რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:

  1. შექმნი და განავითარებ მომხმარებლის მოგზაურობის რუკას (Customer Journey Map): შენ დეტალურად შეისწავლი და აღწერ ჩვენი მომხმარებლის თითოეულ ნაბიჯს – პირველი ინტერაქციიდან ლოიალურ მომხმარებლად ქცევამდე.

  2. გამოავლენ და იზრუნებ "ტკივილის წერტილების" აღმოფხვრაზე:შენი მთავარი ამოცანა იქნება, იპოვო ყველა ის ბარიერი, რაც მომხმარებელს ჩვენთან ურთიერთობაში დისკომფორტს უქმნის და გუნდთან ერთად იმუშაო მათ აღმოფხვრაზე.

  3. უხელმძღვანელებ გუნდს და დანერგავ ინოვაციებს:შენ შექმნი და უხელმძღვანელებ მაღალკვალიფიციურ გუნდს, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებლის გამოცდილების მუდმივ გაუმჯობესებაზე.

  4. იქნები მომხმარებლის ხმა:ითანამშრომლებ მარკეტინგის, გაყიდვების, პროდუქტების განვითარებისა და სხვა დეპარტამენტებთან, რათა ყველა მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებელზე იყოს ორიენტირებული.

  5. გააანალიზებ და მიიღებ მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს:შენ გამოიყენებ მონაცემებსა და კვლევებს, რათა გაზომო მომხმარებლის კმაყოფილება, გამოავლინო ტრენდები და მიიღო მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

  6. შექმნი პერსონალიზებულ გამოცდილებას:შენი სტრატეგიის ნაწილი იქნება, შექმნა უნიკალური და პერსონალიზებული გამოცდილება სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლებისთვის.

რას ველით შენგან:

  1. გამოცდილებას:მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა გამოცდილების (CX), მომხმარებელთა მოგზაურობის (Customer Journey), მარკეტინგის ან პროდუქტის განვითარების მიმართულებით.

  2. ლიდერულ უნარებს:გუნდის მართვის და შთაგონების უნარი, რათა ერთად მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.

  3. ანალიტიკურ აზროვნებას:მონაცემების სიღრმისეულად გაანალიზების და მათზე დაყრდნობით სტრატეგიული დასკვნების გამოტანის უნარი.

  4. ტექნიკურ უნარებს:Miro-ს, MS Excel-ისა და MS PowerPoint-ის სიღრმისეული ცოდნა

  5. კრეატიულობას და ინოვაციურობას:ახალი იდეების გენერირების, არასტანდარტული გადაწყვეტილებების პოვნის და მათი წარმატებით განხორციელების უნარი.

  6. ძლიერ კომუნიკაციის უნარს:როგორც გუნდთან, ასევე სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაციის და იდეების დამაჯერებლად წარდგენის უნარი.

  7. მომხმარებელზე ორიენტირებულობას:შენთვის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელი და მისი კმაყოფილება უნდა იყოს.

თუ ფლობ საჭირო უნარებს და გამოცდილებას ველოდებით შენს გამოხმაურებას 2025 წლის 24 ნოემბრამდე.

წარმატებები!

გამოაგზავნეთ განაცხადი