საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში, ვეძებთ HC რეპორტინგის უმცროს მენეჯერს.

 

როლის მოკლე მიმოხილვა - ჩვენ ვეძებთ HC რეპორტინგის უმცროს მენეჯერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება მონაცემების ანალიზში, შიდა და გარე რეპორტინგის პროცესებში და დაეხმარება გუნდს მონაცემებზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომლებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, პირველადი ანალიზი და დამუშავება;

  • პერიოდული და მიზნობრივი რეპორტების მომზადება Excel-ისა და Power BI-ის გამოყენებით;

  • ორგანიზაციის თანამდებობრივი დონეების მონაცემების დეტალური ანალიზი;

  • თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტთან საჭირო ინფორმაციის მიღებისა და გაცვლის მიზნით;

  • შიდა და გარე რეპორტების რეგულარული განახლების უზრუნველყოფა;

  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია რეპორტინგსა და მონაცემთა ანალიზთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში.

  • გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალიტიკის ან რეპორტინგის მიმართულებით.

 

ცოდნა და პიროვნული უნარები:

  • MS Office: საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;

  • Power BI: საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;

  • დეტალებზე მაღალი ორიენტირებულობა;

  • პროაქტიულობა და ინიციატივა.

 

გამოხმაურებას ველით 2025 წლის 29 სექტემბრამდე.


გელოდებით, მოგვიყევი შენზე!

 

გამოაგზავნეთ განაცხადი