გათბობა - გაგრილებისა და ვენტილაციის მენეჯერი
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
„საქართველოს ბანკის“ ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას გათბობა-გაგრილების და ვენტელაციის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
კონტრაქტორი კომპანიების მიერ გათბობა-გაგრილება-ვენტელაციის სისტემის პროექტების შედგენის კოორდინაცა;
ახალი ობიექტებისთვის, გათბობა-გაგრილება-ვენტელაციის სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინაცია.
გათბობა-გაგრილება-ვენტელაციის დასრულებული სამონტაჟო სამუშაოების შემოწმება და ჩაბარება.
ობიექტებზე არსებული გათბობა-გაგრილება-ვენტელაციის სისტემების სწორი, გამართული ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, პერიოდული შემოწმება და სერვისული სამუშაოების კოორდინაცია.
გადაწყვეტილების მიღება საკუთარ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ხელმძღვანელობასთან განსახილველად მიწოდება პრობლემების და საკითხების გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტები.
ბანკის შიდა ჯგუფის და გარე კონტრაქტორების სამუშაოების ხარისხის კონტროლის მექანიზმის შემუშავება და მათი შესრულების უზრუნველყოფა
HVAC მიმართულებით სტანდარტების და პროცედურების შექმნაში მონაწილეობის მიღება.
პრევენციული/პროგნოზირებადი სამუშაოებისთვის დოკუმენტაციის შედგენა, ობიექტების გათბობა-გაგრილება-ვენტელაციის სისტემების მდგომარეობის შეფასება.
BMS სისტემის მონიტორინგი.
Upkeep სისტემის მართვა HVAC მიმართულებით.
კონტრაქტორი კომპანიების შესრულებული სამუშაოების საფუძველზე, ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გადამოწმება/დადასტურება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი განათლება სასურველია საინჟინრო მიმართულებით
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანინ გამოცდილება
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
HVAC მიმართულების საფუძვლიანი ცოდნა
საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 10 აპრილი 2025.