„საქართველოს ბანკის“ ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას გათბობა-გაგრილების და ვენტელაციის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები:

·       ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

·       ობიექტებზე არსებული გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების სწორი გამართული ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, პერიოდული შემოწმება და სერვისული სამუშაოების კოორდინაცია

·       ბანკის შიდა ჯგუფის და გარე კონტრაქტორების სამუშაოების ხარისხის კონტროლის მექანიზმის შემუშავება და მათი აღსრულების უზრუნველყოფა

·       პრევენციული/პროგნოზირებადი სამუშოებისთვის დოკუმენტაციის შედგენა ობიექტების გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების მდგომარეობის შეფასება.

·       Upkeep სისტემის მართვა HVAC  მიმართულებით

·       კონტრაქტორი კომპანიების შესრულებული სამუშაოების საფუძველზე, ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გადამოწმება/დადასტურება;

·       შეასრულოს   ხელმძღვანელის სხვა დავალებები,  თავისი  კომპეტენციის ფარგლებში.

·       საგანგებო სიტუაციების დროს და სხვა აუცილებლობის შემთხვევაში არანორმირებული სამუშაო გრაფიკით მუშაობის მზაობა

·       გადაწყვეტილების მიღება საკუთარ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;

·       დანადგარების დროული მომსახურების უზრუნველყოფა და სამუშაოების კონტროლის წარმოება

·       შრომის დისციპლინის დაცვა. ასევე შრომის შინაგანაწესის, უსაფრთხოების ტექნიკის, წესების გათვალისწინება

·       ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში

·       კონტრაქტორი კომპანიებს წარმომადგენლების კოორდინრება და მართვა

·       გაგთბობა გაგრილების და ვენტილაციის დადანგარების მართვა შესაბამისი რეჟიმებით


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, სასურველია სამშენებლო სფეროში.


სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია სამშენებლო საქმიანობის მიმართულებით  მინ. 1 წლიანი   გამოცდილება


სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • საქართველოს ბანკის ბრენდი, საქართველოს ბანკის ძირითადი ბიზნეს მიმართულები და მათი საქმიანობა

  • კორპორატიული სტანდარტები: თანამშრომლების კორპორატიული სახელმძღვანელო და თანამშრომლის სავალდებულო ქცევასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი შიდა პოლიტიკები/სახელმძღვანელოები

  • ყველა სავალდებულო შიდა პოლიტიკა და რეგულაცია

  •   ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად);

  •  სასურველია ინგლისური, რუსული ან სხვა უცხო ენა

  •  კომპიუტერული პროგრამები: MS Excel, MS Outlook, MS Power Point, MS Word

  • კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფა:

  • საერთო მოხმარების: HRMS,  M-File,


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 29 დეკემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით