სს „საქართველოს ბანკის“ შიდა კონტროლის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას გასაჩივრებული საბარათე ტრანზაქციების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები:


.       ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად; 

.       მომხმარებლის მხრიდან სხვადასხვა არხში დაფიქსირებული  საბარათე გადახდის ოპერაციებთან, ტრანზაქციებთან და ავტორიზაციებთან დაკავშირებული  პრეტენზიების და მოთხოვნების განხილვა, დამუშავება, პასუხის მომზადება და მიწოდება;

.       გაპროტესტებული საბარათე გადახდის ოპერაციებთან, ავტორიზაციებთან და ტრანზაქციებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიკაცია, ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, შეფასება;

.       მომხმარებლის (ბარათის მფლობელის) ან საერთაშორისო სისტემების მომართვის საფუძველზე, გაპროტესტებული საერთაშორისო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის დამუშავება საგადამხდელო სისტემის მიერ დადგენილი წესისა და სტანდარტების შესაბამისად;

.       ბანკში არსებული პროცესების  საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების წესებთან შესაბამისობის შეფასება, შეუთავსებლობის გამოვლენა და რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში);

.       საეჭვო საგადამხდელო შემთხვევების (თაღლითობების) გამოვლენა, შეფასება, ანალიზი და რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში);

.       გასაჩივრებული საბარათე ოპერაციების ანალიზი თაღლითობის ახალი სქემების დეტექციისა და პრევენციის მიზნით;

.       ინციდენტის შესწავლის ფარგლებში, კლიენტებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის შეგროვება;

.     საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების მიერ წარმოებული ცვლილებების ანალიზი და შიდა პროცესის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით რეაგირება;

.     დაფიქსირებული ინციდენტების აღრიცხვა/რეპორტინგი;



სავალდებულო მოთხოვნები:


გამოცდილება: მსგავს სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.


განათლება: უმაღლესი განათლება.


უნარები:



·        გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;

·        აზრის ნათლად გამოხატვის უნარი;

·        დამარწმუნებელი კომუნიკაცია;

·        დახმარების მუდმივი მზაობა;

·        ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;

·        დროის ეფექტურად გადანაწილების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

·        გუნდური მუშაობის, მოლაპარაკებების წარმოების, საქმიანი და კონფიდენციალობის დაცვის უნარი;


 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 10 სექტმებერი , 2024.



გამოაგზავნეთ განაცხადი