„საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენი პირობები განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:
· ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
· ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
· გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
· გსურს, გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდილება და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში;
· ფიქრობ, რომ დროა, გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.
ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:
· გაეცნო საქართველოს ბანკის პროცესებსა და პროდუქტებს;
· შეხვდე და დაეხმარო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს;
· გააცნო მომხმარებლებს ჩვენი ახალი პროდუქტები და მოუყვე მეტი არსებული პროდუქტების შესახებ;
· განვითარდე და 3-დან 6 თვემდე პერიოდში დაწინაურდე როგორც ფილიალის სხვა პოზიციაზე, ასევე ბანკის სხვადასხვა მიმართულებით - შენი უნარების, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
ჩვენ გთავაზობთ:
· სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
· 2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
· კომფორტულ სამუშაო სივრცეს - სტანდარტული ან Express სერვისცენტრში;
· გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, მიიღო ახალი ცოდნა და გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე.