ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.



სს „საქართველოს ბანკის“ ფულის და ფასეულობის მიმართულების  ნაღდი ფულის პროდუქტების და სერვისების გაყიდვების სამსახური აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე ქ.თბილისში.


სამუშაო მოვალეობები:


  • ბიზნეს მიმართულებასთან და კლიენტებთან კომუნიკაცია, მათ შორის საინკასაციო და ნაღდი ფულის სერვისებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;

  • გაყიდვების შედეგების მონიტორინგში და რეპორტინგის მომზადებაში მონაწილეობა;

  • ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა: კონტრაქტების განახლება, ფაილინგი და მონაცემთა განახლება შიდა პროგრამებში;

  • შიდა კომუნიკაციის მხარდაჭერა - სხვადასხვა გუნდს შორის ინფორმაციის ოპერატიული გადაცემა და მიმდინარე პროცესების კოორდინაცია;

  • დამხმარე როლი ბიზნესისა და გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში: ინფორმაციის თავმოყრა და შესაბამისი კოორდინაცია შიდა გუნდებთან.


სავალდებულო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

  • გაყიდვების, მენეჯმენტის ან ფინანსების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.   


ცოდნა და უნარები:    

  • უცხო ენა - ინგლისური B1;

  • კომპიუტერული პროგრამები: MS Office,

  • ორგანიზებულობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;

  • დროის მართვის უნარი;

  • პრობლემების გადაჭრის უნარი

  • გუნდურობა;                                                                                



გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი, რომ არ გაჩერდე და ბოლომდე შეძლო შენი პოტენციალის გამოყენება.


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის, 19 თებერვლის ჩათვლით!

გამოაგზავნეთ განაცხადი