სს „საქართველოს ბანკი“ საინვესტიციო ქონების გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ქონების რეალიზაციის ოფიცრის პოზიციაზე.



საქართველოს ბანკის გუნდი მუდმივად იზრდება და ვითარდება. ჩვენ ვეძებთ საინვესტიციო ქონების გაყიდვების აგენტს, რომელიც გაყიდვებზე, შედეგზე და ხარისხიან კლიენტურ ურთიერთობებზეა ორიენტირებული. თუ კომუნიკაცია, მოლაპარაკება და აქტიური გაყიდვები შენი ძლიერი მხარეებია — ეს პოზიცია შენთვისაა.


რა იქნება შენი ძირითადი ამოცანები:

  • საინვესტიციო ქონების გაყიდვის სრული პროცესის მართვა — ვიზიტებიდან მოლაპარაკებამდე და შეთავაზების მომზადებამდე;

  • ქონების მდგომარეობის მონიტორინგი, დეფექტების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;

  • ქონების გადმობარება და ანგარიშგების წარმოება დადგენილი წესების შესაბამისად;

  • სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა და გაყიდვებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება მხარდაჭერის მენეჯერისთვის;

  • ქონების პოპულარიზაცია და კლიენტების მოძიება ყველა შესაძლო არხით;

  • მოლაპარაკებების წარმოება და შეთავაზებების მომზადება.

რას ველოდებით შენგან:

  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტის სტატუსი ბიზნესის, ფინანსების ან იურისპრუდენციის მიმართულებით;

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან საბანკო სფეროში;

  • მოლაპარაკების და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე მაღალი ყურადღება;

  • ქართული ენის გამართული ცოდნა; სასურველია ინგლისური (B2).

  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);

  • კლიენტზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი და გუნდური მუშაობის უნარი.


ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას, გახდე მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე გუნდის ნაწილი, იმუშაო განვითარების და მხარდაჭერის კულტურაზე დაფუძნებულ გარემოში, სადაც შენი წვლილი მნიშვნელოვანია საერთო წარმატებისთვის.


გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის, 20 ნოემბრის ჩათვლით.

გამოაგზავნეთ განაცხადი