სს „საქართველოს ბანკის“ შიდა აუდიტის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი აუდიტორის პოზიციაზე,

პოზიციის შესახებ

ვეძებთ გამოცდილ აუდიტორს, რომელიც დამოუკიდებლად მართავს აუდიტორულ პროექტებს, უზრუნველყოფს აუდიტის პროცესების ხარისხიან შესრულებას საერთაშორისო და შიდა სტანდარტების შესაბამისად და აქტიურად კომუნიკაციაში იქნება ბიზნესთან რისკებისა და ხარვეზების მართვის ნაწილში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობები

  • აუდიტის პროცესში შესრულებული სამუშაოს წარმოება და დოკუმენტირება შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (IIA) და დეპარტამენტის შიდა პოლიტიკების შესაბამისად.

  • მარტივი აუდიტორული პროექტების დამოუკიდებლად დაგეგმვა, მართვა და განხორციელება.

  • შესამოწმებელი პროცესების კვლევა.

  • აუდიტისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი, სანდოობისა და სისრულის (accuracy/completeness) შემოწმება.

  • რისკებისა და კონტროლების დიზაინისა და საოპერაციო ეფექტურობის ტესტირება და შეფასება.

  • იდენტიფიცირებული ხარვეზების ფორმირება, დოკუმენტირება და შეთანხმება ბიზნესთან.

  • სამოქმედო გეგმების შეთანხმება ბიზნესთან და შიდა აუდიტის ხარვეზების რეესტრის განახლება შესაბამის თანამშრომლებთან კომუნიკაციით.

  • ყოველკვირეული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

  • რისკის ინდიკატორების შემუშავების პროცესში მონაწილეობა.

მოთხოვნები

განათლება

  • ბაკალავრის ხარისხი (ბიზნესი, ფინანსები, ეკონომიკა, ოპერაციები ან სხვა რელევანტური მიმართულება).

გამოცდილება

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აუდიტის მიმართულებით (სასურველია შიდა აუდიტის ფუნქციაში).

საჭირო ცოდნა და უნარები

  • შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (IIA) და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის ცოდნა.

  • საბანკო პროდუქტებისა და საბანკო ბიზნეს პროცესების საბაზისო ცოდნა.

  • რისკების იდენტიფიკაციისა და ანალიზის უნარი.

  • კვლევის ჩატარების, მონაცემების მოპოვების და კომპლექსური ინფორმაციის ანალიზის უნარი.

  • ანგარიშების, დასკვნების, მემორანდუმების მომზადება.

  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება.

  • კომუნიკაციის გამართული უნარები (ზეპირი/წერილობითი).

  • ენები: ქართული,ინგლისური.

  • კომპიუტერული პროგრამები:MS Office;

გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის, 3 დეკემბრის ჩათვლით!


გამოაგზავნეთ განაცხადი