„საქართველოს ბანკის“ ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას გამწვანების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები:


  • ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

  • სს „საქართველოს ბანკი“-ს ობიექტებში განთავასებული შიდა სივრცეებში მცენარეებისა და  გარე მიმდებარე ტერიტორიის ლანდშაფტის მოვლის ხარისხის კონტროლი/მონიტორინგი.

  • შიდა  და  გარე მცენარე/ნარგავების მოვლის მიმართულების მომსახურების ხელშეკრულებების პირობების ცოდნა.

  • კონტრაქტორი კომპანიების შესრულებული სამუშაოების საფუძველზე, ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება/ გადამოწმება და საჭირო რეპორტების მომზადება

  • საქართველოს ბანკის გამწვანების მომვლელ კონტრაქტორებთან საჭირო სამუშაოების დაგეგმარება (მორწყვის და ნოყიერი სუბსტრატით დამუშავების განრიგის კონტროლი და ა.შ.) შესრულების ვადების/ ხარისხის კონტროლი.

  • კომპანიის ბალანსზე არსებული მცენარეების აღრიცხვა, მონიტორინგი. დაფიქსირებული პრობლემურ საკითხებზე კონტრაქტორთან კომუნიკაცია, შესრულების ვადების/ ხარისხის კონტროლი.

  • სტანდარტების შემუშავება გამწვანების მიმართულებით, საჭიროების შემთხვევაში ახალი პროექტების ინიცირება

  • პროცესებში ხარვეზებისა გამოვლენა, განხილვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ინიცირება.

  • ტექნიკური დავალებების შემუშავება.

  • სარწყავი სისტემის ექსპლუატაცია და საჭიროების შემთხვევაში სარწყავი სისტემის ქსელის განვითარების დაგეგმვა.

  • გამწვანების პროექტების ბიუჯეტირება/ხარჯების კონტროლი.

  • ინოვაციური იდეების/პროექტების შემუშავება და რეკომენდაციების გაცემა.

  • წინასწარ დადგენილი პერიოდულობით რეპორტინგის წარმოება და პრეზენტაციების მომზადება.



სავალდებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი


სავალდებული ცოდნა/უნარები:


·        საქართველოს ბანკის ბრენდი

·        საქართველოს ბანკის ძირითადი ბიზნეს მიმართულები და მათი საქმიანობა

·        საქართველოს ბანკის პროდუქტები

·        კორპორატიული სტანდარტები: თანამშრომლების კორპორატიული სახელმძღვანელო და თანამშრომლის სავალდებულო ქცევასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი შიდა პოლიტიკები/სახელმძღვანელოები

·        ყველა სავალდებულო შიდა პოლიტიკა და რეგულაცია

·         ენები: ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად); სასურველია ინგლისური, რუსული ან სხვა უცხო ენა

·       კომპიუტერული პროგრამები: MS Excel, MS Outlook, MS Power Point, MS Word, კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფა:

 საერთო მოხმარების: HRMS,  M-File,



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 4 ოქტომბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.