საქართველოს ბანკის IT დეპარტამენტი COE გუნდის ფარგლებში ვეძებთ Enterprise Agile Coach-ს. თუ ხარ შემოქმედებითი, შედეგებზე ორიენტირებული, გიყვარს საინტერესო გამოწვევებზე და ინოვაციურ პროექტებზე და პროცესებზე მუშაობა, მაშინ ჩვენ გთავაზობთ Enterprise Agile Coach-ის როლს.
შენი როლით გუნდში:
გაანალიზებ ორგანიზაციის მასშტაბით ეჯაილ გარემოს, დააიდენტიფიცირებ გაუმჯობესებებს და დამოუკიდებლად გაუძღვები შესაბამისი ორგანიზაციული დონის ცვლილების პროექტების დანერგვის სრულ ციკლს (ინიცირებიდან გაშვებამდე/გადაბარებამდე).
ჩაერთვები ეჯაილ სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც შეესაბამება ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს. იქნები კონტრიბუტორი სტრატეგიის განხორციელების პროცეში.
შეიმუშავებ, დანერგავ და ორკესტრაციას გაუკეთებ ADM-ის დონის პროცესებს და ივენთებს (QBR, Marketplace …);
ქოუჩინგის და მენტორინგის გზით, დაეხმარები ლიდერებს, მენეჯერებს და გუნდებს Agile ღირებულებების და პრინციპების სწორ აღქმაში და შესაბამისი პრაქტიკების დანერგვაში, მათ შორის, მუდმივი სწავლის და გაუმჯობესების კულტურის განვითარებაში.
სემინარების და ტრენინგების ჩატარების გზით, გაუზიარებ ლიდერებს, მენეჯერებს, გუნდებს და სტეიკჰოლდერებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას Agile-ის შესახებ.
შენი საქმიანობით ხელს შეუწყობ სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებს, დეპარტამენტებსა და გუნდებს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობას.
დააკვირდები და გაზომავ Agile გარემოს Maturity ADM (Agile Delivery Model)-ში. დაანიცირებ შესაბამის ცვლილებებს Maturity-ის გაზრდის მიზნით.
ADM-ის მასშტაბით შეთანხმებული პროცესებს გაუწევ მონიტორინგს, გადახვევების გამომწვევ მიზეზებს დააიდენტიფიცირებ და აღმოფხვრი.
მხარს დაუჭერ მუდმივი გაუმჯობესების კულტურას და პროცესის განვითარებას რეტროსპექტივების, დანაკარგების მართვის და სხვა Agile/Lean პრაქტიკის გამოყენებით. იქნები კონტრიბუტორი ისეთი გარემოს შექმნის პროცესში, სადაც Agile გუნდებს ექნებათ საშუალება განახორციელონ საცდელი ქმედებები, ისწავლონ შედეგებზე და მუდმივად იზრუნონ ადაპტირებასა და განვითარებაზე.
დააიდენტიფიცირებ გუნდების მუშაობის ეფექტურობას და პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობებს, მათ შორის, გაანალიზებ ორგანიზაციის დონეზე არსებულ პროცესებს, დააიდენტიფიცირებ დანაკარგებს/დანაკლისებს და უზრუნველყოფ შესაბამისი ცვლილებების ინიცირებას და დანერგვას.
დაეხმარები ორგანიზაციას პროექტების და პროდუქტების მართვის პროცესში საჭირო ინსტრუმენტების და პლათფორმების შერჩევის პროცესში. არსებული პლათფორმების ფარგლებში საუკეთესო პრაქტიკების მოძიებაში და დანერგვაში (Jira, Confluence, Miro etc);
დაეხმარები გუნდს Agile ქოუჩის როლში, გაწევ სერვანტ ლიდერშიპს შემდეგი მიმართულებით:
გუნდის მხარდაჭერა მიზნების შესრულებაში;
დაბრკოლებების დროული აღმოჩენა და მათთან გამკლავება;
ორგანიზაციული და აზროვნების წინააღმდეგობების დროულად იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
გუნდთან დაკავშირებული მეტრიკების გამჭვირვალობა და მუდმივი მონიტორინგი;
გუნდის დაცვა გარეშე ფაქტორებისგან (noise and distractions);
გუნდის წახალისება გადაწყვეტილებების მიღების და tradeoffs პროცესში;
გუნდის მიერ აღიარების მოპოვება როგორც ქოუჩი და მენტორი;
Enterprise Agile Coach-ობისთვის გჭირდება:
· იცნობდე ეჯაილ და LEAN მიდგომებს, გესმოდეს მისი პრინციპები და ღირებულებები;
· მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება Agile Coach/Scrum Master-ის როლში;
· მიგიღია მონაწილეობა ეჯაილ/ლინ ტრანსფორმაციულ პროექტებში;
· გაქვს მინიმუმ ერთ, სასურველია ორ ჩარჩო/სისტემაში მუშაობის გამოცდილება (Scrum, Kanban, Lean, SaFe…);
· დეველოპმენტ გუნდებთან სამუშაო გამოცდილება;
· გქონდეს ეფექტური მოლაპარაკებების, რთულ დავალებებთან შეჭიდების, ფასილიტაციის და ქოუჩინგის გამოცდილება;
· მუდმივად ისწრაფვოდე განვითარებასა და გაუმჯობესებისკენ.
· იცნობდე ეჯაილ მიდგომას, გესმიდეს მისი პრინციპები და ღირებულებები;
· მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება Agile Coach/Scrum Master-ის როლში;
თუ დაგაინტერესათ როლმა, შეავსეთ მოთხოვნილი იფრომაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. გამოგზავნის ბოლო ვადა 09.03.2025
ველით შენთან შეხვედრას ^_^