ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.



"საქართველოს ბანკის" გადახდების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული კომერციის გაყიდვების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.


 ძირითადი ფუნქციები:

  • ახალი პარტნიორების აქტიური მოძიება, სამიზნე სეგმენტების იდენტიფიცირება;

  • გაყიდვებისთვის აუცილებელი ახალი არხების მოძიება, გაყიდვების პიპლაინის მართვა და პროცესში აქტიური ჩართულობა;

  • პოტენციური კლიენტების ბაზების სისტემატური ფორმირება, სეგმენტაცია და მიზანმიმართული დამუშავება;

  • პროაქტიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება— ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით გაყიდვების შესაძლებლობების გენერაცია;

  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და გუნდური შედეგების გაძლიერება;

  • საფილიალო ქსელის თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის ელექტრონული კომერციის სერვისებზე ტრეინინგების ჩატარება;

  • ადგილზე ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება კლიენტის საჭიროების სიღრმისეული გაგების მიზნით;

  • მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის/სერვისის პრეზენტაცია;

  • გაყიდვების KPI-ების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და  ანგარიშგება;

  • ტარიფის განსაზღვრა დელეგირებული უფლებების ფარგლებში;

  • ელექტრონული კომერციის ხელშეკრულებების გაფორმება, ქსელში ჩართვა და მიმდინარე მხარდაჭერა;

  • ხელშეკრულებების აღრიცხვა და სათანადო წესით შენახვა(ფაილინგი);

  • პარტნიორი კომპანიების არსებული პროდუქტების/სერვისების მონიტორინგი, შეუსაბამობის გამოვლენისა და მოგვარების უზრუნველყოფა.


მოთხოვნები:


განათლება:

უმაღლესი(სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროში) 


სამუშაო გამოცდილება: 

  • საბარათე სისტემების მართვის მიმართულებით, საგადახდო პროდუქტების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;

  • გაყიდვების გუნდის კოორდინაციის ან მენტორინგის გამოცდილება — სასურველია;

  • პროაქტიული (outbound) გაყიდვების სტრატეგიის დანერგვის პრაქტიკული გამოცდილება — სასურველია;

  • სასურველია გადახდების ბიზნესის საბაზისო ცოდნა;

  • e-commerce ან fintech სექტორში მუშაობის გამოცდილება — დამატებით უპირატესობად ჩაითვლება.

  

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • პროაქტიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი— ახალი შესაძლებლობების დამოუკიდებლად იდენტიფიცირება;

  • გაყიდვების ციკლის სრულყოფილი მართვა— lead generation-დან გარიგების დახურვამდე;

  • გუნდური მუშაობის და გუნდის მოტივაციის უნარი— საერთო შედეგზე ორიენტაცია;

  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების მაღალი უნარი;

  • კრიტიკული აზროვნების უნარი;

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი — როგორც გარე პარტნიორებთან, ასევე შიდა გუნდთან;

  • პრეზენტაციების მომზადებისა და წარდგენის უნარი;

  • ანალიტიკური აზროვნება — გაყიდვების მონაცემების ინტერპრეტაცია და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;

  • პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;

  • დროის ეფექტური მართვა;

  • ინგლისური ენის ცოდნა— მინიმუმ საკომუნიკაციო დონეზე (სასურველიაB2 +).


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 20 აპრილი, 2026.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით