საქართველოს ბანკის ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე. რეგიონი: შიდა ქართლი,  სამცხე-ჯავახეთი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

• ენერგეტიკა: გამანაწილებელ ფარებში მუშაობა (ამომრთველების ამოცვლა, დამატება, წრედების გადაწყობა), წრედების მოკვლევა, კაბელის მონტაჟი/დემონტაჟი, ნათურების და სანათების მონტაჟი/დემონტაჟი, როზეტის-ჩამრთველის მონტაჟი/დემონტაჟი, კაბელების ფარული ტარება ინტერიერში (კედლებში, ჭერში, სამუშაო მაგიდებში), სანათების გადაწყობა/გადაკეთება. ტექნიკურ ოთახში, სამუშაო მაგიდებთან კაბელების მოწესრიგება.

• გენერატორი: გეგმიური სერვისის ჩატარება (ძრავის ზეთის,  საწვავის, ჰაერის და ზეთის ფილტრების შეცვლა) გენერატორის მდგომარეობის დადგენა საწვავის სიტემის ხარვეზის ან ელექტროობის პრობლემის მოგვარება, აკუმულატორების ამოცვლა.

• უწყვეტი კვების წყარო: მდგომარეობის შეფასება, პრობლემური საკითხის დადგენა/აღმოფხვრა.

• შესყიდვები და ინვენტარიზაცია: საჭირო მასალების, ხელსაწყოების მარაგის კონტროლი და ხელმძღვანელთან შეთანხმებით მათი შეძენა-ტრანსპორტირება. გახარჯული მასალების აღრიცხვის წარმოება და რეპორტის სახით გაზიარება ხელმძღვანელთან.


სასურველი პროფაილი:

განათლება:ტექნიკური განათლება ენერგეტიკის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ენერგეტიკაში, გენერატორების და უწყვეტი კვების წყაროების მომსახურებაში.

აუცილებელი ცოდნა,უნარები:

უსაფრთხოების ტექნიკის წესები, ენერგეტიკის საკვალიფიკაციო მოწმობა მინიმუმ IV ჯგუფი.

• პრობლემის სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი. დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

• დისციპლინირებული, ორგანიზებული და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 27 თებერვალი, 2026.

გამოაგზავნეთ განაცხადი