სს ,,საქართველოს ბანკის“ სასწავლო პროგრამების დიზაინის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას eLearning დიზაინერის პოზიციაზე.

 

ციფრული სასწავლო პროგრამების ინფორმაციის დიზაინერი შემოქმედებითი პროფესიაა. მისი მთავარი ამოცანა, ნებისმიერი სირთულის ინფორმაციის ეფექტურად, აუდიტორიისთვის საინტერესოდ და გასაგებად გადმოცემაა.

 

ამისათვის, ჩვენთან ინფორმაციის დიზაინერის ძირითადი მოვალეობებია:

 

სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის ინტერესების/საჭიროებების გათვალისწინებით:

  • ციფრული სასწავლო პროგრამების მომზადებაში ჩართულობა

  • სასწავლო პროგრამის შინაარსის შეკვრა, ტექსტის სტრუქტურულად გამართვა

  • სასწავლო პროგრამის ვიზუალიზაცია

  • გრაფიკული დიზაინისა და თამაშის ელემენტების გამოყენებით ინფორმაციის მარტივად გადმოცემა

  • ხელოვნური ინტელექტის (Gen AI) საშუალებით კონტენტის შეკვრა და გენერირებული მასალის გადამუშავება სასწავლო მიზნებისთვი

  • ინტერაქტიული სწავლების პროგრამებში ონლაინ კურსებისა და ვიდეოების აწყობა

  • პროგრამებისა და კურსების სასწავლო პლატფორმაზე განთავსება

  • ინტერაქტიული ციფრული სწავლების ინსტრუმენტების ფუნქციონალების კვლევა და ტესტირება

  • სხვადასხვა ინტერაქტიული სასწავლო პლატფორმების მოძიება, უპირატესობების დადგენა-პრეზენტირება და მათი გამოყენების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება

 

ვის ვეძებთ:

 

ჩვენ ვეძებთ ცნობისმოყვარე, მრავალმხრივი ინტერესების ადამიანს, რომელსაც მოსწონს როგორც შემოქმედებითი პროცესი, ასევე ტექნოლოგიებთან მუშაობა.

 

მთავარია, გქონდეს კრეატიული აზროვნება, გაინტერესებდეს ტექნოლოგიები, ხოლო შინაარსის დამუშავებისა და მისი გამარტივების ტექნიკების ათვისებაში ჩვენ დაგეხმარებით.

 

რას ვითვალისწინებთ:

  • უმაღლესი განათლება ან მე-4 კურსის სტუდენტი, სასურველია, IT მენეჯმენტის, განათლების ან მართვის მიმართულებით

  • აკადემიური წერის გამოცდილება

  • უპირატესობად ჩაითვლება სასწავლო პლატფორმებთან და პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. Articulate 360, Adobe Captivate და სხვა...)

  • უპირატესობად ჩაითვლება, მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება

  • ინგლისური ენის ცოდნა მინ. B2 დონეზე

  • Microsoft საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა: PowerPoint, Word, Excel

 კომპეტენციები:

  • ციფრულ პლატფორმებთან და კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება: ინფორმაციის ვიზუალიზაციის სხვადასხვა პროგრამები და ინსტრუმენტები;

  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარები

  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარები

  • გრამატიკულად გამართული და ლაკონიური წერის უნარები

  • დამოუკიდებლად დავალების შესრულების კომპეტენცია და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღება     

  • სამიზნე აუდიტორიის ინტერესებისა და საჭიროებების მიმართ ემპათია

  • განვითარებაზე ორიენტირებულობა

 

სასურველია ასევე, ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი გამოსახულების გენერატორთან მუშაობის გამოცდილება.


კონკურსი სტანდარტულად სამ ეტაპიანია:

 

1. CV-ების მიხედვით კანდიდატების შერჩევა

2. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება

3. გასაუბრებით შერჩეული კანდიდატების მიერ დავალების წარდგენა

 

გამონაკლის შემთხვევაში, თუ კონკურსის ბოლო ეტაპზე კანდიდატებმა თანაბარი შესაძლებლობები გამოავლინეს, შესაძლებელია დაინიშნოს მეოთხე ეტაპი.


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 ივლისი, 2025


გისურვებთ წარმატებას! 


გამოაგზავნეთ განაცხადი