.Net დეველოპერი

 

საქართველოს ბანკის Agile გუნდში ვეძებთ .Net დეველოპერს.

თუ ხარ ენერგიული, შემოქმედებითი და შეგიძლია გუნდთან ერთად იმუშავო რთული და ინოვაციური მიზნების მისაღწევად, მაშინ ჩვენ გთავაზობთ .Net დეველოპერის როლს.

 

შენი სამუშაო გარემო

 

შენ გახდები გუნდის წევრი, სადაც სხვადასხვა კომპეტენციის მქონე გამოცდილი პროფესიონალების თვითორგანიზებული გუნდი საერთო მიზნების გარშემოა გაერთიანებული. გუნდთან ერთად მოიფიქრებ მიზნების მიღწევის გეგმას და შეასრულებ მისი განხორციელებისთვის საჭირო ამოცანებს.

 

შენ ჩაერთვები ღია და კოლაბორაციულ გარემოში, სადაც გუნდური მუშაობით ვაღწევთ წარმატებას და დაშვებული შეცდომები გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობებად.



შენი როლით გუნდში:


  • მონაწილეობას მიიღებ პროდუქტის შექმნის სრულ ციკლში: დიზაინის შემუშავება, კოდინგი, ხარვეზების აღმოფხვრა, დოკუმენტირება

  • შექმნი მრავალჯერადად გამოყენებად პროგრამულ კომპონენტებს და ბიბლიოთეკას

  • ჩაერთვები პრობლემების იდენტიფიცირების და აღმოფხვრის პროცესეში

  • გუნდთან ერთად ჩაერთვები ბიზნეს ამოცანების ანალიზის და ტექნიკური იმპლემენტაციის გეგმის შემუშავებაში

 

.NET დეველოპერობისთვის გჭირდება:


  • მინიმუმ ორწლიანი თანამედროვე პროგრამირების ენაზე გამოყენებით კომპლექსური პროგრამული კომპონენტების შექმნის გამოცდილება

  • მონაცემთა სტრუქტურების/ ალგორითმების საფუძვლების ცოდნა

  • C# - ის საფუძვლიანი ცოდნა

  • Oracle, MS-SQL, MongoDB - მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება

  • ASP.NET, ASP.NET Core ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა

  • SVN, Git პროგრამული კოდის მართვის ინსტრუმენტების ცოდნა

  • HTML, CSS, AJAX, JavaScript, jQuery, ASP.NET MVC ტექნოლოგიებთაბ მუშაობის გამოცდილება

  • REST, SOAP, GraphQL ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

  • პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებს

  • დისტანციურ სამუშაო დღეებს

  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს

  • კონკურენტულ საბაზო ხელფასს და შესრულების პრემიას

 

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. გამოგზავნის ბოლო ვადა 31 მაისი, 2024.

 

ველით შენთან შეხვედრას ^_^

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით