ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.


სს „საქართველოს ბანკის“ SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დისტანციური SOLO მომსახურების ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • დისტანციური მომსახურების მენეჯერის  სამუშაო პროცესში განხორციელებული ზარების მონიტორინგი კლიენტთან შემდგარი ან მიმდინარე კომუნიკაციის მუდმივი ანალიზი და  დისტანციური მომსახურების მენეჯერებისთვის  შესაბამისი უკუკავშირის დაბრუნება;

  • დისტანციური მომსახურე მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და  განვითარებაზე ზრუნვა, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და მონიტორინგი;

  • ახალი თანამშრომლის სწავლების პროცესში ჩართულობა;

  • პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტის გზების მოძიება და პრაქტიკაში დანერგვა;

  • მომსახურების გაუმჯობესებისა და გაყიდვების ზრდისთვის მუდმივი რეკომენდაციების შემუშავება;

  • პერიოდული ანგარიშგების წარმოება მენეჯერის წინაშე განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ;

 

აუცილებელი ცოდნა, უნარები:

-  საბანკო პროდუქტების პირობების და პროცედურების სიღრმისეული ცოდნა;

-  საბანკო პროდუქტების გაყიდვების კარგად განვითარებული უნარი;

- განვითარებული კომუნიკაციური უნარები, აზრის გასაგებად და არგუმენტირებულად გამოხატვის უნარი;

-  გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;

-  ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად. ინგლისური/რუსული - მნიშვნელოვანია;

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი

სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება დისტანციურ გაყიდვებსა და მომსახურებაში. უპირატესობა მიენიჭებათ მენტორული გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

 

საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 12 დეკემბერი, 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით