ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


სს „საქართველოს ბანკის“ SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დისტანციური SOLO ბანკირის პოზიციაზე თბილისში.


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პოზიცია არ მოიაზრებს დისტანციურად დასაქმებას და პროცესი იმართება მარჯანიშვილის ოფისიდან.


ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:

  • მართო და განავითარო სოლო მომხმარებელთა პორტფელი, იზრუნო მომხმარებლებთან გრძელვადიანი, ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაზე;

  • აწარმოო აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია არსებულ და პოტენციურ სოლო მომხმარებლებთან, გამოავლინო მათი ფინანსური საჭიროებები, გაუწიო კვალიფიციური კონსულტაცია და შესთავაზო მათზე მორგებული საბანკო პროდუქტები;

  • შესთავაზო მომხმარებლებს მათ მიზნებზე ორიენტირებული პროდუქტები/მომსახურება და განახორციელო გაყიდვები დისტანციური არხების მეშვეობით;

  • უზრუნველყო საკრედიტო პროდუქტების განაცხადების მიღება, შევსება და სრულყოფილი დამუშავება;

  • აწარმოო საანაბრე პროდუქტების რეგისტრაცია და ხელი შეუწყო პორტფელში საინვესტიციო და საანაბრე მიმართულებების განვითარებას.

      

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:


განათლება: სასურველია უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი

სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვების/მომსახურების /საინფორმაციო ცენტრში მუშაობის გამოცდილება.

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • ქართული – თავისუფლად; სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office: Word, Excel, PowerPoint);

  • გაყიდვების და მოლაპარაკების კარგად განვითარებული უნარები;

  • ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება;

  • დროის ეფექტური მენეჯმენტის უნარი;

  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება).

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სრულ სამუშაო განაკვეთს - ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს;

  • მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს;

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 11 ნოემბერი, 2026.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით