სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დისტანციური მიკრო საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე ქ. თბილისში.



ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის იდენტიფიკაცია, მათი საქმიანობისა და შემოსავლის ვალიდაცია ვიდეო ზარით;

  • მომხმარებლებისთვის ლიმიტის შეთავაზება/ლიმიტის აქტივაცია , საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია;

  • პროექტის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;

  • პორტფელის ხარისხის მართვა;

  • ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან.

 

  

სავალდებულო მოთხოვნები:

  

განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულება.

  

სამუშაო გამოცდილება: განვიხილავთ როგორც დამწყებ, აგრეთვე, გამოცდილების მქონე კანდიდატებს ბიზნეს საბანკო დაკრედიტების მიმართულებით.


სამუშაო ადგილი : საბურთალოს ტერიტორია.


ანაზღაურება: ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი.


 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;

  • ორგანიზებულობა, ენერგიულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 21 მაისი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.