„საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დიჯიტალ სერვისების ოფიცრის პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში: თბილის,გურჯაანი,საგარეჯო, წნორი, სართიჭალა, ხაშური,სენაკი, მარტვილი, აბაშა, ხონი, სამტრედია, ახმეტა, ბათუმი, ბაკურიანი, დედოფლისწყარო, ბოლნისი, დუშეთი, თერჯოლა, ლაგოდეხი, მესტია, ოზურგეთი, რუსთავი, საჩხერე, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი, წალენჯიხა, ჭიათურა, ხელვაჩაური, ბორჯომი, გარდაბანი, თელავი, გორი, ხობი, წყალტუბო, მარნეული, ტყიბული, ამბროლაური, ზუგდიდი, ლანჩხუთი,კასპი, ჩოხატაური, ქარელი, ზესტაფონი, წალკა, ქობულეთი,ხულო.

 


ჩვენი პირობები განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:

  • ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

  • ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;

  • გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;

  • გსურს, გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდილება და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში;

  • ფიქრობ, რომ დროა, გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.

 


ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:

  • გაეცნო საქართველოს ბანკის პროცესებსა და პროდუქტებს;

  • შეხვდე, დაეხმარო და კონსულტაცია გაუწიო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს დისტანციური არხებით ოპერაციების შესრულებაში;

  • გააცნო და შესთავაზო მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტები და ამ პროდუქტების დისტანციური არხებით გააქტიურება და გამოყენება;

  • უზრუნველყო მომხმარებელთა რიგების მართვისა და გადამისამართების პროცესი;


ჩვენ გთავაზობთ:

  • სრულ სამუშაო განაკვეთს

  • 2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;

  • კომფორტულ სამუშაო სივრცეს - სტანდარტული ან Express სერვისცენტრში;

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

  • განვითარების შესაძლებლობას: 3-დან 6 თვემდე პერიოდში გექნება შესაძლებლობა დაწინაურდე, როგორც ფილიალის სხვა პოზიციებზე - ასევე შენი უნარების შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით ბანკის სხვადასხვა მიმართილებით 


თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, მიიღო ახალი ცოდნა და გამოსაცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით