ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


სს „საქართველოს ბანკის“ ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე - ქ. თბილისში.


ძირითადი ფუნქციები:

 • სს „საქართველოს ბანკი“-ს სივრცეების ყოველდღიური და გენერალური დასუფთავება კომპანიის მიერ დადგენილი გრაფიკისა და სტანდარტების დაცვით.

• იატაკის, ავეჯის, ტექნიკისა და ინვენტარის სისუფთავისა და მოწესრიგებული განლაგების შენარჩუნების უზრუნველყოფა.

• სამუშაო დღის მანძილზე საზოგადო ტერიტორიის (შეხვედრების ოთახების, სამზარეულოების და სველი წერტილების) განახლება/დასუფთავება და ჰიგიენური საშუალებების მარაგების შევსება.

• ნარჩენების შეგროვება და გატანა შენობის გარეთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

• დასუფთავებისა და ჰიგიენისთვის საჭირო საშუალებების მარაგების კონტროლი და მარაგების ამოწურვის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.

• კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

დასუფთავების ჯგუფის თანამშრომლების მხარდაჭერა  საქმიანობის შესრულებისას და პოზიტიური სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:საშუალო განათლება/ბაკალავრის ხარისხი.


სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია 1 წლიანი გამოცდილება.


სავალდებულო ცოდნა, უნარები:

მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა,

დეტალებზე, სამუშაოს ხარისხზე ორიენტირებულობა,

სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვის უნარი,

შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა,

დროის ეფექტურად მართვის, პრიორიტეტების განსაზღვრის და დაკისრებული ამოცანების დროულად შესრულების უნარი,

დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი,

კეთილგანწყობა და თავაზიანი დამოკიდებულება,

კარგი კომუნიკაციის უნარი,

საქმიანი გარემოს შექმნის და კონფიდენციალობის დაცვის უნარი;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 24 ნოემბერი, 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით