საქართველოს ბანკის საოპერაციო დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სს ,,საქართველოს ბანკი''-ს, სათავო ოფისის შეხვედრების ოთახების მომზადება, ბანკის მიერ დადგენილი სტანდარტების, შეხვედრების განრიგისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.

  • მიმღების, ლოჯისტიკის, ტექნიკური და დასუფთავების სამსახურების თანამშრომლებთან კოორდინაცია და მხარდაჭერა მომსახურების მაღალი ხარისხის მისაღწევად.

  • შეხვედრების ოთახებში ინფრასტრუქტურული საკითხების კონტროლი, მათ შორის, ჰაერის ტემპერატურის, დასუფთავების, ინვენტარისა და განათების ტექნიკურად გამართულობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მიმართულების მენეჯერთან/თანამშრომელთან ინფორმაციის მიწოდება და ხარვეზების დროულ აღმოფხვრაზე ზრუნვა.

  • შეხვედრების დროს, მოთხოვნის შესაბამისად, ჩაი/ყავის მომზადების/მიწოდების უზრუნველყობა.

  • მარაგების შევსების/შეკვეთის საჭიროებაზე ინფორმაციის დროული მიწოდება შესაბამისს პირებთან, საჭირო მარაგების ოპტიმალური რაოდენობის მუდმივად ხელმისწავდომობის უზრუნველყოფა.

  • ვიზუალური იერსახის პროფესიონალური სტანდარტების დაცვა.

სამუშაო საათები: 9:30 - 18:30

დროებითი ხელშეკრულებით



სასურველი პროფაილი:

  • ფუნქციების ხარისხიანად შესრულებისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

  • ვიზიტორებთან/თანამშრომლებთან ეფექტური/პროფესიონალური კომუნიკაციის უნარები.

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.



აინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 13 ივლისი, 2024

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.