სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტია ცხადებს ვაკანსიას დეველოპერული პროექტების კლიენტთა მოზიდვის მენეჯერი პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი მოვალეობები:

  • სერვის ცენტრში გამოყოფილ სპეციალიზებულ სივრცეში მოსული მომხმარებლებისთვის პარტნიორი დეველოპერების პროექტების დეტალური გაცნობა,ბინების შერჩევა და ეფექტური ვიზუალური თუ შინაარსობრივი პრეზენტაციის ჩატარება;

  • პოტენციურ კლიენტთა ბაზებთან აქტიური მუშაობა, გამავალი სატელეფონო ზარების (Outbound Calls) განხორციელება, მომხმარებელთა დაინტერესება და შეხვედრების დაგეგმვა;

  • მომხმარებლის საჭიროებების, ბიუჯეტისა და ფინანსური შესაძლებლობების პირველადი შეფასება მხოლოდ რეალური ინტერესისა და მსყიდველობითი უნარის მქონე (ხარისხიანი და ვალიდური) ლიდების ფილტრაციისა და ჩამოყალიბების მიზნით;

  • იპოთეკური სესხის პირობების პირველადი გაცნობა და დაინტერესებული კლიენტების გადამისამართება პასუხისმგებელ ბანკირთან;

  • კვალიფიცირებული ლიდების შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით  ოპერატიულად გადაგზავნა შესაბამის ბანკირთან (იპოთეკური სესხის დასამუშავებლად) და დეველოპერულ კომპანიასთან (ბინის დაჯავშნისა და ხელშეკრულების გაფორმებისთვის);

  • განხორციელებული ზარების, შეხვედრებისა და გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული აღრიცხვა და რეპორტინგი;

  • პარტნიორი დეველოპერების პროექტების, ფასების, მიმდინარე აქციებისა და თავისუფალი ბინების კატალოგის დეტალური და აქტუალური ფლობა;

  • ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან,კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი -ეკონომიკა/ფინანსები/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება;

სამუშაო გამოცდილება: საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;



აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • საქართველოს ბანკის პროდუქტები;

  • მომსახურების სტანდარტები;

  • ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

  • გამართული, დამაჯერებელი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • გაყიდვების,დარწმუნებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარები;

  • სამუშაო ამოცანების სწორად გადანაწილების და მათი შესრულების კონტროლის უნარი;

  • დაგეგმვის და სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 4 დეკემბერი, 2026.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით