დეველოპერული მიმართულების წამყვანი პერსონალური ბანკირი
სს „საქართველოს ბანკის“ საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დეველოპერული მიმართულების წამყვანი პერსონალური ბანკირის პოზიციაზე 4B-ში.
ძირითადი მოვალეობები:
· დეველოპერული კლიენტების მოზიდვა და მომსახურება, როგორც საკრედიტო ასევე, არასაკრედიტო მიმართულებით;
· კლიენტებისთვის სხვადასხვა დეველოპერული სქემის შეთავაზება და დაპარტნიორება;
· ანალიტიკის სამსახურთან კომუნიკაცია, დეველოპერული პროექტის ფინანსური ანალიზი;
· საკრედიტო განაცხადის შევსება, საკრედიტო რისკებთან კომიტეტზე გატანა და პრეზენტაცია;
· საკრედიტო ოქმის მომზადება;
· დეველოპერული ხელშეკრულებების მომზადების ეტაპზე აქტიური ჩართულობა, როგორც ადმინისტრაციის, ისე იურიდიულ სამსახურებთან;
· დეველოპერული პროექტის მშენებლობის მონიტორინგში ჩართულობა. მონიტორინგის ჯგუფთან აქტიური კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის კუთხით;
· დეველოპერული სქემებით იპოთეკური სესხების გაცემების ზრდის ხელშეწყობა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე ბიზნესის ადმინისტრირება;
სამუშაო გამოცდილება: საბანკო/სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნება;
მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა;
სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 22 სექტემბერი, 2024.