სს „საქართველოს ბანკის“ საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურეობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დეველოპერებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი მოვალეობები:


  • დეველოპერულ კომპანიებზე მომსახურე ჯგუფების/ბანკირების და შესაბამისი კლიენტების მხარდაჭერა;

  • იპოთეკის მოხსნის ოქმის მომზადება და რეესტრში წერილის ჩაბარება

  • დეველოპერულ კომპანიებთან და მომხმარებლებთან კომუნიკაცია;

  • დეველოპერებთან მუდმივი ინტერაქცია გაცემული იპოთეკური სესხების უზრუნველყოფების იპოთეკით დასატვირთად

  • იპოთეკის ხელშეკრულებების მომზადების კოორდინირება/გაცნობა/ხელმოწერა/საჯარო რეესტრში რეგისტრაცია

  • გამოსათავისუფლებელი თანხების/თავდებობის რეპორტის ამოღება/მომზადება და გამოთავისუფლების პროცესის დაინიცირება/კოორდინირება და follow-up/.

  • გაფორმებული დოკუმენტაციის ფაილინგის წარმოება და შესაბამის სამსახურთან გაგზავნის უზრუნველყოფა.

  • დეველოპერების სქრინინგზე გადაგზავნის დაინიცირება


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • განათლება: უმაღლესი, სასურველია ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე ბიზნესის ადმინისტრირება;

  • სამუშაო გამოცდილება: საბანკო/სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება


სავალდებულო ცოდნა და უნარები:

 

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა;

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა;

სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 26 ივლისი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი