„საქართველოს ბანკის“ ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების ხარისხის კონტროლის მენეჯერიპოზიციაზე,


ძირითადი ფუნქციები:


1.       ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

2.    სს „საქართველოს ბანკი“-ს ობიექტებში დასუფთავების ხარისხის კონტროლი, ბანკის მიერ დადგენილი დასუფთავების სტანდარტების გათვალისწინებით.

3.    სს „საქართველოს ბანკი“-ს გარე მდგომი ATM -ების დასუფთავების ხარისხის კონტროლი.

4.    ATM-ის ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაციის გაზიარება პასუხისმგებელ პირებთან და შიდა სამსახურებთან ეფექტური კომუნიკაცია                                                                                                                                        

5.    აღმოსაფხვრელ ხარვეზებზე დასუფთავების კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან სათანადო კომუნიკაცია და ხარვეზების მოგვარების კონტროლი მოსალოდნელი ხარისხის მისაღწევად.

6.    დასუფთავების კონტრაქტორი კომპანიის კონტროლი მომსახურების ხელშეკრულების  პირობების შესრულების მიმართულებით.

7.    აკონტროლოს ობიექტებზე ავეჯის და სხვა ნივთების სისუფთავე და განლაგება ბანკის სტანდარტების გათვალისწინებით.

8.    იცოდეს დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკა/ინვენტარის გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში გაუზიაროს ცოდნა დასუფთვების თანამშრომლებს.

9.    შეინარჩუნოს მუშაობის მაღალი სტანარდარტები.

10.   კრიტიკული საკითხების გაზიარება პასუხისმგებელ პირებთან, მოგვარების ვადების კონტროლი და შიდა სამსახურებთან ეფექტური კომუნიკაცია

11.   ინფრასტრუქტურის მართვისა და ხარისხის კონტროლის სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერა  საქმიანობის შესრულებისას და პოზიტიური სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება.


სავალდებულო ცოდნა/უნარები:


1.       დასაქმებული ვალდებულია:

1.1     კომპანიაში საქმიანობა და სამსახურებრივი ურთიერთობები წარმართოს შრომითი ხელშეკრულების, მათ შორის შინაგანაწესის, კომპანიის ინსტრუქციების/პროცედურების/პოლიტიკების, კორპორატიული სტანდარტებისა და  ინტერესების მკაცრი დაცვით;

1.2     შეასრულოს ხელმძღვანელი პირების დავალებები და მითითებები;

1.3     კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში (მათ შორის კომპანიის სახელით დოკუმენტებზე ხელმოწერა) განახორციელოს მხოლოდ კომპანიის ინსტრუქციების, პოლიტიკებისა და პროცედურების, ან აღნიშნული ინსტრუქციებით, პოლიტიკებითა და პროცედურებით განსაზღვრული დოკუმენტების, საფუძველზე და შესაბამისად;

2.       დასაქმებული პასუხისმგებელია:

2.1     შრომითი ხელშეკრულებით, მათ შორის შინაგანაწესით, კომპანიაში დადგენილი ინსტრუქციებით/პროცედურებით/პოლიტიკით და წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების/ფუნქციების, ხელმძღვანელი პირების დავალებებისა და მითითებების სრულ და ჯეროვან შესრულებაზე, კორპორატიული სტანდარტებისა და  ინტერესების მკაცრ დაცვაზე.;

2.2     ნებისმიერი იმ ქმედების (მათ შორის კომპანიის სახელით ქმედების) კომპანიასთან შეთანხმებით განხორციელებაზე, რომლის შედეგადაც კომპანიას შეიძლება მიადგეს მატერიალური ან/და რეპუტაციული ზიანი.

2.3     ბანკისთვის (დამდგარი ან პოტენციური) საზიანო ქმედების დროულ შეტყობინებაზე შესაბამის სამსახურთან.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 30 ნოემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით