დასაკუთრებული აქტივების მენეჯერი - ქუთაისი
ჩვენ, როგორც წამყვანი ბანკი ბაზარზე, ინ-ჰაუს დეველოპმენტით ფეხს ვუწყობთ თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს და მეთოდოლოგიებს, ვნერგავთ ინოვაციებს და მუდმივად ერთი ნაბიჯით წინ ვართ.
სს„საქართველოს ბანკის“ საცალო საკრედიტო აქტივებისა და საინვესტიციო ქონების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დასაკუთრებული აქტივების მენეჯერის თანამდებობაზე ქუთაისში.
ძირითადი მოვალეობები:
ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონებების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიება/იდენტიფიცირება
შეფასების პროცესის უზრუნველყოფა
არსებული გარემოების აღწერა
მოლაპარაკება ყოფილ მესაკუთრესთან
შეთანხმებული ოფციის პირობების შესრულების უზრუნველყოფა
საჭიროების შემთხვევაში ბანკის ფაქტობრივ მფლობელობაში გადმოსაცემად საჭირო პროცედურებში მონაწილეობა
საჭიროების შემთხვევაში რეალიზაციის პროცესის მართვა
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი - სასურველია იურიდიული მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება:
სასურველია ბიზნეს დაკრედიტების, პრობლემური აქტივების მართვის, კერძო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს, სასამართლო ან სამართალდამცავი ორგანოების მიმართულებით.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
ეფექტური კომუნიკაციის უნარები
შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა
კონფლიქტურ სიტუაციების ეფექტურად გადაჭრის უნარი
გუნდური მუშაობა
გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი, რომ არ გაჩერდე და ბოლომდე შეძლო შენი პოტენციალის გამოყენება
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 17 ივლისი, 2025.