სს „საქართველოს ბანკის“ ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დამწყები მძღოლის თანამდებობაზე თბილისში.


ძირითადი ფუნქციები:


  • საკანცელარიო, სამეურნეო საქონლით და კომპიუტერული ტექნიკით მომარაგების შესახებ შემოსული მოთხოვნების დროული შესრულება;

  • ბანკის ოფისებში კომუნალური და სამეურნეო კუთხით წარმოქმნილი პრობლემების დროული მოგვარება;

  • ბანკის ოფისებში დაგროვილი საარქივო მასალების გადატანა ცენტრალურ არქივში, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე;

  • საოფისე ინვენტარის გადაადგილება;

  • ოფისის განლაგების მოწყობა;

  • ბანკის ოფისებში არსებული საჭირო დოკუმენტაციისა და შეტყობინებების მიტანა კანცელარიაში და პირიქით, კანცელარიიდან დოკუმენტაციის ბანკის ოფისებისთვის მიწოდება;


სავალდებულო მოთხოვნები:

განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება;


სავალდებულო ცოდნა, უნარები:  

  • კომუნიკაბელურობა;

  • გუნდურობა;

  • მოქნილობა;

  • შრომისმოყვარეობა;

  • პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 20 დეკემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით