საქართველოს ბანკის მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას Customer Journey Manager-ის პოზიციაზე.

მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურა საქართველოს ბანკის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ თითოეული მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების თუ პროდუქტების შექმნით.

სწორედ ამიტომ ვეძებთ გუნდის წევრს, რომლის მთავარი მიზანი და ამოცანა იქნება customer journey ის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

 

რას გააკეთებს Customer Journey Manager-ი:

მონაცემთა დამუშავება სხვადასხვა ჭრილში და მომხმარებლების პერსონიფიკაცია;

მომხმარებლის მოგზაურობის რუკის შედგენა (customer journey mapping);

მომხმარებლისა და კომპანიის შეხების წერტილების (touchpoints) შეფასება და ანალიზი;

მომხმარებლისთვის მტკივნეული წერტილების (pain points) იდენტიფიცირება;

მომხმარებლის მტკივნეული წერტილების, სურვილებისა და საჭიროებების მიხედვით სამომავლო რუკის შედგენა;

მომხმარებლების კონვერსიის ზრდაზე ზრუნვა;

მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული სერვისების თუ პროდუქტების შექმნა;

მარკეტინგის მიმართულებასთან მჭიდრო კომუნიკაციით, თარგეტირებული მარკეტინგის წარმოება.

 

Customer Journey Manager-ისთვის მნიშვნელოვანია:

ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ძლიერი ანალიტიკური უნარები;

მომხმარებლის სურვილების და საჭიროებების იდენტიფიცირების გამოცდილება კვლევებზე დაყრდნობით;

შესაძლებლობების სწრაფად აღმოჩენის უნარი;

ინიციატივების გამოხატვის, მათი არგუმენტირების და პროექტის ბოლომდე მიყვანის გამოცდილება;

ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის სურვილი და მათი მხარდაჭერის მზაობა;

კომუნიკაციის უნარები;

საბანკო პროდუქტების და სერვისების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

 

ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება:

 

მუშაობის გამოცდილება მარკეტინგში, კვლევით ორგანიზაციაში ან მომხმარებლის; კმაყოფილების გაუმჯობესების მიმართულებით;

გამოცდილება customer journey mapping-ში;

ბიზნეს პროცესების ანალიზის ტექნიკების ცოდნა;


გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 10 აპრილი, 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი