საქართველოს ბანკის მომხმარებელა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერის (Customer Experience Manager -ის) პოზიციაზე.
მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურა საქართველოს ბანკის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ თითოეული მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების თუ პროდუქტების შექმნით.
სწორედ ამიტომ ვეძებთ გუნდის წევრს, რომლის მთავარი მიზანი და ამოცანა იქნება მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
როლის მოკლე მიმოხილვა:
ვეძებთ მოტივირებულ და სტრატეგიულად მოაზროვნე Customer Experience Manager-ს, რომლის მთავარი ამოცანაა სხვადასხვა კვლევებიდან მიღებული მომხმარებელთა ხმის (voice of customer) სიღმისეული ანალიზი, მთავარი ტკივილისა (pain point) და კმაყოფილების წერტილების (pleasure point) იდენტიფიცირება და ძირითადი მესიჯების მიტანა სეგმენტის მფლობელებთან, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით.
რას გააკეთებს Customer Experience Manager-ი:
მომხმარებელთა სხვადასხვა ტიპის გამოკითხვებიდან (სატელეფონო, e-mail, SMS და სხვ. კვლევებიდან) მიღებული შედეგების დამუშავება, კატეგორიზაცია და ანალიზი, pain points-ის და pleasure points-ის იდენტიფიცირების მიზნით;
მიღებული შედეგების ტრენდის ყოველთვიური ანალიზი და მნიშვნელოვანი ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში სიღმისეული ანალიზის წარმოება;
Customer Experience (CX) მეტრიკების (NPS, CSAT, და სხვ.) მონიტორინგი და ანალიზი;
დაიდენტიფიცირებული მნიშვნელოვანი საკითხების პრეზენტაციის სახით წარდგენა სეგმენტის და პროდუქტის მფლობელებისთვის.
Customer Experience Manager -ისთვის მნიშვნელოვანია:
ძლიერი ანალიტიკური უნარები; სიღმისეული ანალიზის უნარი. Microsoft Excel-ის და მონაცემებთა დამუშავების ძალიან კარგი ცოდნა;
ეფექტური პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის უნარი (PowerPoint);
კომუნიკაციის მაღალი უნარი სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის;
მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნება; შესაძლებლობების სწრაფად აღმოჩენის უნარი;
ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
მომხმარებლის სურვილების და საჭიროებების იდენტიფიცირების გამოცდილება კვლევებზე დაყრდნობით;
საბანკო პროდუქტების და სერვისების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
Power BI ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება:
მუშაობს მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება მონაცემთა ანალიზის, მომხმარებელთა მხარდაჭერის ან პროდუქტის განვითარებასთან დაკავშირებულ როლში;
ბაკალავრის და/ან მაგისტრის ხარისხი, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
ინგლისური ენის ცოდნა.
თუ ფლობ საჭირო უნარებს და გამოცდილებას და გსურს საქართველოს ბანკის მომხმარებელთა გამოციდლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ველოდებით შენს გამოხმაურებას 2025 წლის 4 ივლისამდე.
წარმატებები!