საქართველოს ბანკის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი (Customer Experience Management Department) ეძებს გუნდის ახალ წევრს, მომხმარებელზე ორიენტირებული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ ინოვაციურ და ძლიერი ანალიტიკური უნარ-ჩვევების მქონე ადამიანს, რომელიც იზრუნებს მომხმარებლებისთვის შექმნას საუკეთესო გამოცდილება ბანკის სხვადასხვა პროდუქტებისა თუ სერვისების გამოყენებისას. ეს როლი მოიცავს მომხმარებელთან კომუნიკაციასა და სიღრმისეული ინტერვიუების ჩატარებას, მომხმარებლებიდან მიღებული შეფასებების და საოპერაციო მონაცემების ერთობლივად გამოყენებას, მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.
თუ თვლი რომ შეგიძლია კვლევების დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილეობა, გაქვს ანალიტიკური უნარები, რომლითაც მოახერხებ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის ინსაითების ამოღებას და გამოირჩევი ინიციატივებით, მაშინ გაეცანი ჩვენი ვაკანსიის დეტალებს:
რას გააკეთებს Customer Centric Projects Manager?
მომხმარებელთა გამოცდილების მართვა:
სიღრმისეული კვლევის მეთოდოლოგის შემუშავება და ჩატარება
მომხმარებელთა უკუკავშირის, გამოკითხვებისა და მონაცემების გაანალიზება მომხმარებელთა ტკივილის წერტილებისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების სხვადასხვა გზების დასადგენად და პოზიტიური გამოცდილების შესაქმნელად
კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ რეკომენდაციებისა და პროექტების დაინიცირება
დაინიცირებული პროექტებისა თუ ინიციატივების შესაბამის მიმართულებებთან გაზიარება და მათი ეფექტური შესრულების უზრუნველყოფა
ბანკში არსებული პროექტების მართვის პროცესში მონაწილეობა და cost vs benefit ანალიზი პროექტების მომგებიანობის დასადასტურებლად
მომხმარებლების უკუკავშირის და რეკომენდაციების გაზიარება დაინტერესებულ მხარეებთან და მიმართულებებთან
ბანკის სხვადასხვა მიმართულებების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მომხმარებლის პერსპექტივის დაცვა და ადვოკატირება
Customer Experience ის შესახებ მსოფლიოში არსებული ტენდენციების, ინოვაციების გაცნობა და რეპორტინგი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
განათლება: ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები ან მასთან მომიჯნავე სფერო
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა:
o Microsoft Excel - ძალიან კარგად (სავალდებულოა)
o Microsoft PowerPoint - ძალიან კარგად (სავალდებულოა)
o Microsoft Office - კარგად (სავალდებულოა)
o Miro - სასურველია
o კვლევის პლატფორმებთან (Surveymonkey, Googleforms, Limesurvey )მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აქტიური მოსმენის უნარი, კითხვების შემუშავება, აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა
სხვა მნიშვნელოვანი უნარები: შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა.
თუ ფლობ საჭირო უნარებს და გამოცდილებას ველოდებით შენს გამოხმაურებას 2025 წლის 2 მარტამდე.
წარმატებები!