საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე ციფრული პროდუქტების მიმართულებით.


საქართველოს ბანკში, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა შეგვიძლია ადამიანებს დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის მეტად ათვისებაში. ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და ამისთვის არ ვჩერდებით.


ბრენდ მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც მომხმარებლის ქცევისა და საჭიროებების ღრმა ანალიზზე დაყრდნობით ავითარებს პროდუქტს, ქმნის ეფექტურ მარკეტინგულ სტრატეგიებს და მართავს მონაცემებზე დაფუძნებულ კამპანიებს საქართველოს ბანკის დიდ გუნდთან ერთად.


ბრენდ მენეჯერს უამრავი საინტერესო საქმე აქვს:

  • ბრენდის სტრატეგიის დაგეგმვა და აღსრულება მონაცემებზე დაყრდნობით

  • მომხმარებელთა ქცევის კვლევა და ინსაითების იდენტიფიცირება;

  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ოპტიმიზაცია ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით;

  • მარკეტის ტენდენციების და კონკურენტული გარემოს ანალიზი;

  • ბრენდის ეფექტიანობის მონიტორინგი და შედეგების შეფასება;

  • მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;

  • კროს-ფუნქციურ გუნდებთან თანამშრომლობა მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტების შესაქმნელად;

  • ინოვაციური მიდგომების და ახალი შესაძლებლობების მოძიება, მათ შორის AI-ის გამოყენების გზების კვლევა ყოველდღიურ პროცესებში.

ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ციფრული პროდუქტების ან მარკეტინგის მიმართულებით;

  • გამოცდილება მონაცემებზე დაფუძნებული კამპანიების დაგეგმვასა და მართვაში;

  • მომხმარებელთა ქცევის ანალიზისა და კვლევების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება;

ჩვენი აზრით, ბრენდ მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:

  • ძლიერი ანალიტიკური უნარები და მონაცემებთან მუშაობის კომფორტი;

  • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირების უნარი კვლევებსა და მონაცემებზე დაყრდნობით;

  • growth marketing-ის პრინციპების ცოდნა (სასურველია);

  • მონაცემების ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. Power BI - სასურველია);

  • ციფრულ არხებში ეფექტური კომუნიკაციის დაგეგმვის გამოცდილება;

  • ინიციატივის გამოჩენის და იდეების არგუმენტირების უნარი;

  • ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის და ახალი მიდგომების ტესტირების სურვილი;

  • ინტერესი AI-ის მიმართ და მისი გამოყენების სურვილი სამუშაო პროცესის გაუმჯობესებისთვის;

  • გუნდთან თანამშრომლობის და საერთო შედეგზე ორიენტირების უნარი.


გელოდებით, ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ანალიტიკურ, შედეგზე ორიენტირებულ და განვითარებაზე ფოკუსირებულ ადამიანებს. მოგვიყევი შენზე!


გამოხმაურებას ველით 2026 წლის, 29 აპრილამდე, წარმატებები!

გამოაგზავნეთ განაცხადი