საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტში ვეძებთ ჩართულობის მენეჯერს, ვისაც ეყვარება მომხმარებლებთან ურთიერთობა და შეძლებს, მათი მხარდაჭერისას მოქნილი და ოპერატიული იყოს

 

ძირითადი ფუნქციები:

  • ბანკის სოციალურ გვერდებზე შემოსული პირადი შეტყობინებების/ კომენტარების/ პოსტების პასუხი

  • მომხმარებელთა რეკომენდაციების, მომხმარებლებისათვის პრობლემატური საკითხების დაფიქსირება მათი მოგვარებისა და გათვალისწინების მიზნით;

  • შემოსული შეტყობინებების მიხედვით გამოკვეთილი აქტუალური საკითხების, დაკვირვებების გუნდის წევრებთან დროულად გაზიარება. მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირიდან გამომდინარე, პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.


 

ჩართულების მენეჯერისთვის აუცილებელია:

  • ბანკში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება და საბანკო პროდუქტების ცოდნა.

  • ინგლისური ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე;

  • ორგანიზებულობა;

  • თავაზიანობა;

  • კეთილგანწყობა;

  • აქტიურ და დინამიურ გუნდში მუშაობის სურვილი.



 

კონტაქტის ტიპი: სერვის კონტრაქტი

5 სრული სამუშაო დღე, 2 სრული დასვენების დღე

ცვლა: შერეული, დღეგამოშვებით 10:00-19:00 & 15:00 – 00:00 (1 სთ შესვენება)სამუშაო ფორმატი: remote



გამოხმაურებას ველით 2024 წლის 25 ნოემბრამდე.

 

გამოაგზავნეთ განაცხადი