საქართველოს ბანკი აცხადებს ვაკანსიას CB შეხვედრების სივრცის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, ენერგიულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი კორპორაციული შეხვედრების სივრცის მოწესრიგებულ და კომფორტულ გარემოს.


თუ ხართ დეტალებზე ორიენტირებული, მოგწონთ წესრიგის დაცვა და ადამიანების დახმარება, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.


ძირითადი მოვალეობები:

  • შეხვედრების სივრცის გამართულობაზე ზრუნვა:

    - შეხვედრების ოთახების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა: სივრცის მოწესრიგება შეხვედრებამდე და შეხვედრების შემდეგ.

    - სამზარეულოს ინვენტარის (მაგ., ჭურჭელი, ყავის აპარატი) სისუფთავესა და წესრიგზე ზრუნვა.

    - შეხვედრების სივრცეში არსებული ტექნიკისა და ინვენტარის გამართულობის პერიოდული შემოწმება.


  • სტუმრებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობა:

    - სტუმრების დახვედრა და მათთვის საჭიროებისამებრ დახმარების გაწევა.

    - ბანკის თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის ჩაის/ყავის მომზადება და შეთავაზება.


  • ადმინისტრაციული მხარდაჭერა:

    - შეხვედრების ოთახების ჯავშნების მართვა შესაბამის პროგრამაში (MS Outlook).


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

  • გუნდში მუშაობისა და ადამიანების დახმარების სურვილი.

  • ენერგიულობა და პროაქტიურობა.

  • ინგლისურ ენაზე საბაზისო კომუნიკაციის უნარი (ჩაითვლება უპირატესობად).


ლოკაცია: საქართველოს ბანკის სათავო ოფისი, გაგარინის 29ა.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათები.


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 16 აპრილი, 2026.

გამოაგზავნეთ განაცხადი