სს „საქართველოს ბანკის“ დაფინანსების მოპოვების, კორპორატიული დაფინანსების და საინვესტიციო ბანკინგის იურიდიული მხარდაჭერის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას CB საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
კორპორაციული საბანკო მომსახურების ფარგლებში სტანდარტული ხელშეკრულებების / დოკუმენტების მომზადება და მათზე კლიენტისა და ბანკის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერის უზრუნველყოფა;
საკრედიტო პროდუქტის გასაცემად საჭირო პროცესის დოკუმენტური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა / მხარდაჭერა;
საკრედიტო დოკუმენტაციის პაკეტის ფაილინგი და ბანკის შესაბამისი სტრუქტურებისთვის გადაცემა;
კორპორაციული საბანკო მომსახურების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და სხვა მარეგისტრირებელ ორგანოებში შესაბამისი სარეგისტრაციო წარმოებების განხორციელების უზრუნველყოფა;
კორპორაციული საბანკო მომსახურების ფარგლებში სხვა სახის ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
სამუშაო გამოცდილება:
მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ადმინისტრირების მიმართულებით.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნება;
ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი (აზრის ნათლად და ლაკონურად ფორმულირების უნარი);
კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 22 სექტემბერი, 2025 წელი.