საქართველოს ბანკის საკრედიტო ოპერაციების მიმართულებაში, ვეძებთ Business Intelligence მენეჯერს.


ძირითადი ფუნქციები:

  • პროცესების ანალიტიკური მხარდაჭერა, საოპერაციო მაჩვენებლების ანალიზი და ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება;

  • მიმართულების საჭიროებებზე მორგებული პერიოდული (დღიური, კვირეული, თვიური) ანგარიშგებებისა და ავტომატიზებული დეშბორდების შექმნა და მხარდაჭერა (Power BI-ის გამოყენებით);

  • ბიზნესპროცესების ეფექტიანობის, შესრულების ვადების (SLA) და შეფერხებების ანალიზი; პროცესების ოპტიმიზაციისთვის მონაცემებზე დაფუძნებული ცვლილებების ინიცირება;

  • მონაცემთა ბაზებიდან საჭირო ინფორმაციის მოძიება, SQL მოთხოვნებისა და პროცედურების შემუშავება;

  • მიმართულების საბონუსე სქემების შემუშავებაში მონაწილეობა, მონიტორინგი და შესაბამის სტრუქტურებთან (HR / ფინანსური დეპარტამენტი) კოორდინაციით გაანგარიშების უზრუნველყოფა;

  • მენეჯმენტისთვის საოპერაციო შედეგებისა და ცვლილებების შესახებ რეგულარული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;

  • ანალიტიკური მოდელების დანერგვის პროცესში მონაწილეობა;

  • საჭიროებისამებრ, უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები


განათლება:ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველი მიმართულებები: მათემატიკა, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ინფორმაციული ტექნოლოგიები);


სამუშაო გამოცდილება:

  • მონაცემთა ანალიტიკის, დამუშავების ან BI მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

  • მონაცემთა ბაზებთან (SQL) მუშაობის გამოცდილება;

  • Power BI-ში დეშბორდების შექმნისა და რეპორტინგის წარმოების პრაქტიკული გამოცდილება;

  • საბანკო ან საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

ცოდნა და უნარები:

  • SQL-ის პრაქტიკული ცოდნა;

  • Power BI-ის მაღალ დონეზე ფლობა;

  • MS Office-ის (განსაკუთრებით MS Excel) კარგად ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

  • გუნდური მუშაობისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

  • შემჭიდროვებულ ვადებში ამოცანების ეფექტიანად შესრულებისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით.

გამოაგზავნეთ განაცხადი