საქართველოს ბანკის ფინანსური დეპარტამენტის, ფინანსური აღრიცხვისა და კონტროლის სამსახური აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე


ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;

  • საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი, ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);


სამუშაო გამოცდილება:

  • ბანკში ან სხვა ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;

  • აუცილებელია Exact Globe -ში მუშაობის გამოცდილება;

 

სასურველი ცოდნა და უნარები:

  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Ms Word, Ms Excel, MS Visio) საფუძვლიანი ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  • სასურველია ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

  • სასურველია ACCA სერთიფიკატი (პირველი დონე);

  • პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;

  • ლოგიკური, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება, მათემატიკური უნარები;

  • დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;

  • სამუშაოს შესრულების სისწრაფე, ოპერატიულობა, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა : 16 მარტი, 2026 წელი.


გამოაგზავნეთ განაცხადი