საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.


საქართველოს ბანკში, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა - შეგვიძლია ადამიანებს დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის მეტად ათვისებაში.

ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და ამისთვის არ ვჩერდებით.

 

ბრენდ მენეჯერი ის ადამიანია, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის ინტერესებზე და მათი საჭიროების შესაბამისად ავითარებს პროდუქტს საქართველოს ბანკის დიდ გუნდთან ერთად, ქმნის და აუმჯობესებს რელევანტურ შეხების წერტილებს და ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს.

 

ბრენდ მენეჯერს უამრავი საინტერესო საქმე აქვს:

·        მომხმარებლის სურვილების/საჭიროებების გააზრება და არსებულ პროდუქტებში გათვალისწინება ან, ახლის შექმნა გუნდთან ერთად;

·        მომხმარებლისთვის რელევანტური საკომუნიკაციო არხების შერჩევა და კამპანიის დაგეგმვა;

·        შედეგების აქტიური მონიტორინგი და ზრდის ტაქტიკური თუ სტრატეგიული პროექტების შესრულება;

·        აქტიური მუშაობა მარკეტინგის ყველა თანამშრომელთან, ისევე როგორც გუნდის უდიდეს ნაწილთან მთელი ბანკის მასშტაბით;

·        მომხმარებლების სეგმენტისთვის რელევანტური შეხების წერტილების მუდმივი განვითარება და ახლის შექმნა;

·        კონტენტზე ხშირი მუშაობა გუნდთან ერთად;

·        ყოველთვიური შედეგების და განვითარების გეგმების რეპორტინგი;

·        სააგენტოებთან თანამშრომლობა.

 

ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება:

მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მარკეტინგში,

სასურველია გამოცდილება ციფრული პროდუქტების მარკეტინგში / ციფრული პროდუქტების განვითარების კუთხით.

 

 

ჩვენი აზრით, ბრენდ მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:

·      კარგი ანალიტიკური უნარები;

·        ონლაინ და ფიზიკურ არხებში მომხმარებლისთვის რელევანტური არხების განვითარების და შექმნის გამოცდილება;

·        ზრდაზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვის გამოცდილება;

·        შესაძლებლობა, გვერდიდან შეხედო ყველაფერს, რასაც ერთად ვაკეთებთ;

·        მომხმარებლის სურვილების და საჭიროებების იდენტიფიცირების გამოცდილება კვლევებზე დაყრდნობით;

·        შესაძლებლობების სწრაფად აღმოჩენის უნარი;

·        მუდმივი შექმნის და მოქმედების სურვილი;

·        ინიციატივების გამოხატვის, მათი არგუმენტირების და პროექტის ბოლომდე მიყვანის გამოცდილება;

·        ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის სურვილი და მათი მხარდაჭერის მზაობა.

 

გელოდებით, ჩვენ ყოველთვის ვეძებთ content driven, performance marketing-ით დაინტერესებულ ადამიანებს. მოგვიყევი შენზე.

გამოხმაურებას ველოდებით 23 მარტამდე.

 

წარმატებები!

გამოაგზავნეთ განაცხადი