საქართველოს ბანკის საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე -
ბიზნესის უწყვეტობის მართვის მენეჯერი.


ძირითადი მოვალეობები:


  • ბიზნესის უწყვეტობის მართვის გეგმების შემუშავება და განახლება

  • ბიზნესის უწყვეტობის გეგმების ტესტირებების ჩატარება და შედეგების ანგარიშგება

  • ბიზნესზე ზემოქმედების ანალიზის (BIA) პროგრამის მართვა 

  • ბიზნესის შეფერხების რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და რისკზე რეაგირების პროცესის მართვა

  • ბიზნესის უწყვეტობასთან დაკავშირებული ინციდენტების მოკვლევა, რეაგირების პროცესის მართვა და Root-Cause ანალიზის ჩატარება

  • მესამე მხარეებთან დაკავშირებული ბიზნესის შეფერხების რისკების შეფასებისა და გადაფასების გეგმიური მონიტორინგში ჩართულობა

  • პროდუქტის/პროცესის და სისტემების ჭრილში ბიზნესპროცესის უწყვეტობაზე გავლენების შეფასება

  • ბანკის მასშტაბით ბიზნესის უწყვეტობის ცნობადობის ამაღლების პროგრამის მართვა, სატრენინგო მასალების განახლება და ტრენინგების ორგანიზება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრი, მაგისტრი)

  • ბიზნესის უწყვეტობის მართვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების, ჩარჩოების (ISO 22301, DORA) და საბანკო რეგულატორული მოთხოვნების ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა (B2)

 

სამუშაო გამოცდილება: 

  • ფინანსურ ორგანიზაციებში მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება (იგივე პოზიციაზე, რისკების, ტექნოლოგიური და აუდიტის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).


სავალდებულო ცოდნა და უნარები:

 

  • რისკების მართვა;

  • ბიზნესპროცესების ანალიზი;

  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • კომუნიკაბელურობა;

  • გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;

  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

  • კრიზისულ სიტუაციებზე დროული რეაგირებისა და გამოწვევებზე ეფექტიანად გამკლავების უნარი

  • დროის ეფექტურად მართვა;

  • დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 20 ივლისი 2026 წელი.

გამოაგზავნეთ განაცხადი