საქართველოს ბანკის  პრემიალური საცალო საბანკო მიმართულებით(SOLO), Business Performance and Process Analyst - ბიზნესის შესრულებისა და პროცესების ანალიტიკოსს ვეძებთ.

 

ძირითადი ფუნქციები:               

  • ანალიტიკური რეპორტების მომზადება, დეშბორდების შექმნა სხვადასხვა რეპორტინგ-პლატფორმების გამოყენებით;

  • User friendly ანალიტიკური ინფრასტრუქტურის აწყობა ჩართული მხარეებისთვის, როგორც Back user-ებისთვის, ისე Front-ის კოლეგებისთვის.

  • არსებული, პერიოდული რეპორტების ანალიზი, ინვენტარიზება,  ცდომილებების აღმოჩენა, root cause-ს იდენტიფიცირება, გაუმჯობესების ინიციატივების დასმა;

  • საჭიროებიდან გამომდინარე ახალი რეპორტების ამოცანის დასმა / გატესტვა და შემდეგ მოხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში.

  • კლიენტებისა და პროდუქტების ჭრილში სხვადასხვა სახის ანალიზის წარმოება;

  • მონაცემების ანალიზის საფუძველზე საყურადღებო ტენდენციების გამოკვეთა, პრობლემების იდენტიფიცირება, სამოქმედო გეგმის დასახვა და შემდგომი მონიტორინგი;

  • SOLO შიდა პროექტების ანალიზი: საჭირო ინფორმაციის აკუმულირება, რიცხვებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

  

გამოცდილება:

გამოცდილება, მონაცემთა ბაზების დამუშავების, რეპორტინგის და/ან ანალიტიკის მიმართულებით, მინიმუმ 2 წელი.

 

 

რეპორტინგისა და ანალიზის მენეჯერის პოზიციაზე, ვფიქრობთ რომ დაგჭირდება შემდეგი ცოდნა და უნარები:

  • MS Excel;

  • ანალიტიკური / კრიტიკული აზროვნება - საკითხების / რეპორტების დაჩელენჯების უნარი;

  • აკურატულობა რიცხვებისა და დეტალების მიმართ;

  • დამოუკიდებლად პროექტების გაძღოლა;

  • რიცხვებზე / ანალიტიკურ მონაცემებზე დაფუძნებით გადაწყვეტილების მიღება;

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

  • გუნდურობა (მზაობა გუნდური პროექტებისთვის);

  • SQL - ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

  • Power BI-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.


ველით გამოხმაურებას 2025 წლის 21 იანვრამდე!

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით