სს „საქართველოს ბანკის“  პრობლემური კორპორაციული, მცირე და საშუალო სესხების მართვის დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ვალდებულებების უმცროსი ოპერატორის პოზიციაზე.

 

სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00.


 

ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე თანამშრომელს, რომელიც მზად არის ჩვენთან ერთად წარმართოს პოზიციის ძირითადი ფუნქციები:

·         ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა;

·         მომხმარებელთა კონსულტაცია და მოლაპარაკების წარმოება გადახდის მეთოდებსა და ვარიანტებზე;

·         ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა შესაბამისი გადახდის გეგმებზე მოლაპარაკების გზით;

·         პრობლემის დროული იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის გზების დასახვა;

·         გუნდის ეფექტურობის გაუმჯობესების გზებზე ზრუნვა და გაზიარება.

 

ჩვენ გთავაზობთ:

·         სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);

·         2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;

·         კომფორტულ სამუშაო სივრცეს;

·         გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.



ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

განათლება:უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ეკონომიკის ან სამართლის მიმართულებით).

სამუშაო გამოცდილება:სასურველია იურიდიულ პირებთან მუშაობის , მომსახურების და/ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება.


ცოდნა და უნარები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • ეფექტური კომუკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;

  • შესრულების სისწრაფე,ყურადღება დეტალების მიმართ,ლოგიკური აზროვნება,ორგანიზებულობა.


 

 

გელოდებით, მოგვიყევი შენზე!



რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი , 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით