ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


სსსაქართველოს ბანკის“  პრობლემური კორპორაციული, მცირე და საშუალო სესხების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ვალდებულებების მართვის ოპერატორის პოზიციაზე.

 

ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე თანამშრომელს, რომელიც მზად არის ჩვენთან ერთად წარმართოს პოზიციის ძირითადი ფუნქციები:

·         ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა;

·         მომხმარებელთა კონსულტაცია და მოლაპარაკების წარმოება გადახდის მეთოდებსა და ვარიანტებზე;

·         ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა შესაბამისი გადახდის გეგმებზე მოლაპარაკების გზით;

·         პრობლემის დროული იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის გზების დასახვა;

·         გუნდის ეფექტურობის გაუმჯობესების გზებზე ზრუნვა და გაზიარება.

 

ჩვენ გთავაზობთ:

·         სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს+ ყოველთვიურ ბონუსს(გამომუშავებით);

·         2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;

·         კომფორტულ სამუშაო სივრცეს;

·         გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.



ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი(სასურველია ეკონომიკის ან სამართლის მიმართულებით).

სამუშაო გამოცდილება: სასურველია იურიდიულ პირებთან მუშაობის, მომსახურების და/ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება.


ცოდნა და უნარები:

· კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

· ეფექტური კომუკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;

· შესრულების სისწრაფე,ყურადღება დეტალების მიმართ,ლოგიკური აზროვნება,ორგანიზებულობა.


შემოგვიერთდი საქართველოს ბანკის გუნდში, რომ არასდროს გაჩერდე და მუდამ გქონდეს უსაზღვრო შესაძლებლობები!


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკსგამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა27 თებერვალი, 2026.




გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით