საქართველოს ბანკის ბიზნეს პროცესების და ლინის ტრანსფორმაციის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბიზნეს პროცესების დოკუმენტირების მენეჯერი. 

 

თუ გჯერა, რომ კარგად სტრუქტურირებული პროცესები ნებისმიერი წარმატებული კომპანიის ფუნდამენტია, და გაქვს გამოცდილება ბიზნეს დოკუმენტაციის მართვაში – ეს ვაკანსია შენთვისაა!

შენი ძირითადი გამოწვევები იქნება:

  • პროცესების დოკუმენტაციის ფორმატის განსაზღვრა (პოლიტიკა, პროცედურა, ინსტრუქცია და სხვა);

  • საჭირო ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება პროცესში ჩართული მხარეებისგან;

  • დოკუმენტების მომზადება და განახლება ბანკის სტანდარტების შესაბამისად;

  • ბიზნეს ერთეულებთან შეთანხმება და დამტკიცების პროცესის მართვა;

  • პროცესების სტრუქტურიზაცია და ეფექტურობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

რას ველით შენგან?

განათლება: ბაკალავრი ან მაგისტრი.
გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი მსგავს პოზიციაზე ან პროცესების მართვის მიმართულებით (სასურველია საბანკო სექტორში).

უნარები, რომლებიც გამოგადგება:

  • საბანკო პროდუქტებისა და პროცესების ზოგადი ცოდნა;

  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

  • მოლაპარაკებების, კონსულტირებისა და პრეზენტაციის უნარები;

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;

  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;

  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და დროის მართვა.

თუ შენ ხარ ის, ვისაც სტრუქტურირებული პროცესები უყვარს და გინდა, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშო ბანკის ოპერაციული სისტემის დახვეწაში – შემოგვიერთდი!

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 31 მარტი, 2025 წელი.

 

გამოაგზავნეთ განაცხადი