ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.


სს „საქართველოს ბანკის" სტრატეგიული პროექტების მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი ფუნქციები:

  • სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება განსაზღვრული პერიოდულობით;

  • Power BI-ში რეპორტების შექმნა და ავტომატიზაცია;

  • ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების / რეკომენდაციების მომზადება;

  • მონაცემთა ბაზების დამუშავება, ანალიზი და ვიზუალიზაცია;

  • სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისა და შვილობილი კომპანიების ბიზნეს პროექტების აწყობა-კალკულაცია;

  • ბიზნეს პროექტების ფინანსური ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი (სასურველია: მათემატიკა / ეკონომიკა / ფინანსები / ფიზიკა / ინფორმაციული ტექნოლოგიები).


სამუშაო გამოცდილება:

  • რეპორტინგის და/ან მონაცემთა ანალიზის მიმართულებით მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

  • საფინანსო სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • მნიშვნელოვანია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.


სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • MS Office-ის კარგი ცოდნა;

  • PL SQL-ის კარგი ცოდნა;

  • Power BI-ის კარგი ცოდნა;

  • მათემატიკური სტატისტიკისა და ფინანსური მოდელირების ცოდნა;

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;

  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.


გახდი საქართველოს ბანკის ჯგუფის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე არასდროს რომ არ გაჩერდე.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი". რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 28 მაისი, 2026.

გამოაგზავნეთ განაცხადი