ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

 

სს ,,საქართველოს ბანკის“ ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი მოვალეობები: 

·       ბიზნეს პროექტების ფინანსური ანალიზი;

·       საერთაშორისო სისტემების ანგარიშსწორების მონიტორინგი;

·       საგადახდო სისტემების ხარჯების ანალიზი და ტარიფების კონტროლი;

·       ტარიფების ცვლილებით გამოწვეული ფინანსური ეფექტის ანალიზი;

·       გადახდების ბიზნესის ხარჯებისა და შემოსავლების ოპტიმიზაციის ანალიზი.

 

სავალდებულო მოთხოვნები: 

·       უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ანალიტიკის მიმართულებით);

·       მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების ან ანალიტიკის სფეროში;

·       საერთაშორისო საგადახდო სისტემების ტარიფებზე მუშაობის გამოცდილება.


 

სავალდებულო ცოდნა, უნარები: 

·       სამუშაო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Excel, SQL, Power BI;

·       ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

·       მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი;

·       დეტალებზე ორიენტირებულობა და კონცენტრაციის უნარი კრიტიკულ სიტუაციებში.

 

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი, რომ არ გაჩერდე და ბოლომდე შეძლო შენი პოტენციალის გამოყენება.


გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის, 15 აგვისტოს ჩათვლით!

გამოაგზავნეთ განაცხადი