სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე თბილისში - საღამოს ცვლაში.


სამუშაო გრაფიკი : 19:00-03:00 საათამდე

 

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:


•       გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;

•       ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;

•       თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში;

•       გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა.


აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ:


•       წარმართავ ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირების პროცესს;

•       ჩაერთვები ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისა და მათი საბანკო პროგრამაში ასახვის პროცესში;

•       უზრუნველყოფ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებას;

•       ჩაერთვები საკასო ოპერაციების დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში;

•       აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ;


მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია:

განათლება:სასურველია უმაღლესი განათლება;

სამუშაო გამოცდილება:სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;


ცოდნა და უნარები:

•       კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook);

•       ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; 

•       მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

•       გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა;

•       დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
•       გუნდური მუშაობის უნარი;


ჩვენ გთავაზობთ:


•       დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + კვარტლურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად;

•       განვითარების შესაძლებლობას, როგორც ფულისა და ფასეულობების დეპარტამენტში, ასევე - ბანკის მასშტაბით.


თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი, 2026.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით