სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობათა დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე რუსთავში


სამუშაო დრო : 09:00-16:00 /16:00-22:00


ძირითადი მოვალეობები:

 

·        ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირება;

·        ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოება;

·        ოპერაციების ასახვა საბანკო პროგრამაში,

·        ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირება;

·        საკასო ოპერაციების მხარდაჭერის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გამოვლენა და გამოვლენილ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება;

·        პერიოდული ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელის წინაშე შესასრულებელი ამოცანების შესახებ.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: სასურველია უმაღლესი - ეკონომიკა, ფინანსები, ტექნიკური სპეციალობები;

 

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მოლარედ, როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

·        კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Excel, Word, Outlook, Internet);

·        მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა, გუნდური მუშაობის უნარი.

·        ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;

·        პუნქტუალურობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე;

·        მათემატიკური უნარები, ლოგიკური აზროვნება, კარგი მეხსიერება;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 13 ნოემბერი, 2024

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

ჩემთვის ცნობილია და ვაცნობიერებ, რომ წინამდებარე ვაკანსიით შემოთავაზებული სამუშაო წარმოადგენს ღამის სამუშაოს საქართველოს შრომის კანონმდებლობის მიხედვით და თანახმა ვარ, დავსაქმდე აღნიშნულ პოზიციაზე. ამასთან, ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ წინამდებარე ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნის მომენტისთვის, ჩემზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით ღამის სამუშაოზე დასაქმებისთვის დადგენილი აკრძალვები, კერძოდ, არ ვარ: არასრულწლოვანი პირი; ან ორსული, ახალნამშობიარები, ან მეძუძური ქალი.