სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობათა დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე ბათუმში.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
• გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;
• ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
• თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში;
• გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ:
• წარმართავ ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირების პროცესს;
• ჩაერთვები ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისა და მათი საბანკო პროგრამაში ასახვის პროცესში;
• უზრუნველყოფ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებას;
• ჩაერთვები საკასო ოპერაციების დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში;
• აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ;
მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია:
განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
ცოდნა და უნარები:
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook);
• ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა;
• დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
• დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + წლიურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად;
• მოქნილ სამუშაო განრიგს: დღის ან საღამოს ცვლას;
• განვითარების შესაძლებლობას, როგორც ფულისა და ფასეულობების დეპარტამენტში, ასევე - ბანკის მასშტაბით.
თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2024.