ჩვენ, როგორც წამყვანი ბანკი ბაზარზე, ინ-ჰაუს დეველოპმენტით ფეხს ვუწყობთ თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს და მეთოდოლოგიებს, ვნერგავთ ინოვაციებს და მუდმივად ერთი ნაბიჯით წინ ვართ.


სს "საქართველოს ბანკის" ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას Beginner IT მომხმარებელთა უფლებების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი ფუნქციები:

1.       ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

2.       სს „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში შემავალი კომპანიების მომხმარებელთა ანგარიშების შექმნა, მართვა და გაუქმება ორგანიზაციის IT სისტემებში.

3.       მომხმარებელთა უფლებების (როლების) დაკონფიგურირება და მართვა, იმის მიხედვით, თუ რა უფლებები სჭირდება მათ პოზიციასა და საჭიროებებს.

4.       პაროლების და ავტორიზაციის პროცედურების მართვა და მხარდაჭერა.

5.       მომხმარებლების ანგარიშებთან დაკავშირებული პრობლემების გამოკვლევა და გადაჭრა (პაროლის აღდგენა, შეზღუდვების მოხსნა და ა.შ.)

6.       IT უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვა მომხმარებელთა უფლებების მართვის პროცესში.

7.       მომხმარებელთა უფლებების მართვის მხარდაჭერის  ჯგუფში დაფიქსირებული მოთხოვნების/ინციდენტების რეგისტრაცია, კონტროლი მის დროულ შესრულებაზე და დახურვა მისი მოგვარების/შესრულების შემდეგ;

8.       მოთხოვნის/ინციდენტების ესკალაცია შემდეგ საფეხურზე, როგორც IT დეპარტამენტის შიგნით ასევე მის გარეთ;

9.       კრიტიკული/გლობალური პრობლემის/ხარვეზის შემთხვევაში, მისი ზუსტი იდენტიფიკაცია;

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი. ბაკალავრი / მაგისტრი ფიზიკა მათემატიკის ან ინფორმაციულ ტექნოლოგიების კუთხით.


აუცილებელი ცოდნა და უნარები:

·       კარგი პრობლემების გადაჭრის და კომუნიკაციის უნარები

·       დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა

·       უსაფრთხოების პრინციპების და პრაქტიკების ცოდნა

·       სისტემური ადმინისტრირების ან IT მხარდაჭერის გამოცდილება

·       სპეციფიური პროგრამები/მოდულები:

·       Microsoft Windows Platforms;

·       Microsoft Office Applications;

·       Apple OS X Platforms;

·       Ethernet based LAN principles and standards, TCP/IP protocols;

·       Microsoft Active Directory Basics;

·       Microsoft Exchange Server Basics;

·       Computer Hardware and Software Basics;

·       Peripheral Devices Basics;

·       Network Equipment’s Basics;

·       Basic Telephony Principles Knowledge (VOIP);

 

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი, რომ არ გაჩერდე და ბოლომდე შეძლო შენი პოტენციალის გამოყენება.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 19 აგვისტო , 2025 წელი.


გამოაგზავნეთ განაცხადი