სს ,,საქართველოს ბანკის“ შიდა აუდიტის დეპარტამენტი, აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქციები:
აუდიტის პროცესის განხორციელება და შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირება შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების და დეპარტამენტის შიდა პოლიტიკა/ პროცედურების შესაბამისად
შესამოწმებელი პროცესების შესახებ კვლევის განხორციელება (შიდა პროცედურების შესწავლა, საერთაშორისო პრაქტიკების მოძიება)
ინტერვიუებისა და „walkthrough”-ს საფუძველზე შესამოწმებელი პროცესების შესწავლა
შესამოწმებელი პროცესის ცალკეული რისკებისა და კონტროლების საოპერაციო ეფექტურობის ტესტირება
შემოწმების პროცესში იდენტიფიცირებული ხარვეზების ჩამოყალიბება და დოკუმენტირება
აუდიტორული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა დავალებების შესრულება
გეგმით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ყოველკვირეული ანგარიშგება უშუალო მენეჯერთან
აუდიტის ცალკეული მიმართულებების ჭრილში რისკის ინდიკატორების შემუშავების პროცესში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტი ბიზნესის, ფინანსების, ოპერაციების მენეჯმენტის, ეკონომიკისა და სხვა რელევანტური მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: შესაბამის სფეროში (შიდა აუდიტი, რისკები, კონტროლინგი, გარე აუდიტი, ფინანსური ანალიზი და ა.შ.) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
ცოდნა და უნარები:
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა, პრობლემის აღმოჩენის და დროულად გადაჭრის უნარი;
ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი;
ინოვაციური, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა;
უკუკავშირის მიმღებლობის / დაბრუნების უნარი;
შესაბამისი მონაცემების მოპოვების და ანალიზის უნარი;
წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარები;
შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IIA);
შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის ცოდნა;
ძირითადი საბანკო ბიზნეს პროცესების ცოდნა;
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 13 ივნისი, 2025