სს „საქართველოს ბანკის“ შიდა აუდიტის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • აუდიტორული პროცედურების განხორციელება და დოკუმენტირება, შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა და დეპარტამენტის შიდა პოლიტიკის შესაბამისად;

  • შესამოწმებელი პროცესების კვლევა, მათ შორის, შიდა პროცედურების ანალიზი და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება;

  • პროცესების შესწავლა ინტერვიუებისა და „walkthrough“ მეთოდოლოგიის გამოყენებით;

  • პროცესთან დაკავშირებული რისკებისა და კონტროლის მექანიზმების საოპერაციო ეფექტიანობის ტესტირება;

  • აუდიტისას გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება, ფორმულირება და დოკუმენტირება;

  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველკვირეული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება:უმაღლესი, ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი აუდიტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;

  • სამუშაო გამოცდილება:ფინანსური აუდიტის სფეროში მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება ან საფინანსო სფეროს აუდიტის მინიმუმ 3 პროექტში მონაწილეობა.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;

  • ISA-ს (აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები) ცოდნა;

  • პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;

  • დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტიანად გადანაწილების უნარი;

  • სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10 აგვისტო, 2026.

გამოაგზავნეთ განაცხადი